17-18 აპრილს გუდაურში, ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” კანონის, მედიისა და ჯანმრთელობის ინიციატივის ფარგლებში კოალიციისათვის “ადამიანის უფლებები ჯანმრთელობის დაცვის სფეროში” ჩატარდა ტრეინინგი თემაზე “შესაძლებლობების განსაზღვრა და წინადადების მომზადება”
ტრეინინგს უძღვებოდნენ კურაციო საერთაშორისო კონსალტინგის ექსპერტები დავით გზირიშვილი და გიორგი მატარაძე.
ტრეინინგის ძირითადი თემა იყო კოალიციის “ადამიანის უფლებები ჯანმრთელობის დაცვის სფეროში” მომავალი მიზნების და ხედვის შემუშავება, სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება და პრიორიტეტების განსაზღვრა მომავალი განვითარებისთვის.
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ:
ნინო მახაშვილი – გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში
არჩილ თალაკვაძე – საქართველოს სახალხო დამცველი
გიორგი გეგელაშვილი – საქართველოს პაციენტთა უსაფრთხოების ალიანსი
მარინა ჩოხელი – 42-ე მუხლი
თამუნა დეკანოსიძე – უფლება ჯანმრთელობაზე
კოკა ლაბარტყავა – ახალი ვექტორი
ლელა ცისკარიშვილი – წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი
თამარ კურტანიძე – საქართველოს ბიოეთიკის და ჯანმრთელობის დაცვის სამართლებრივი საკითხების შემსწავლელი საზოგადოება
ნანა ზავრადაშვილი – კავშირი თანამშრომლობა თანაბარი უფლებებისათვის
ირმა მანჯავიძე – ასოციაცია “უფლება ჯანმრთელობაზე”
რატი კერესელიძე – კოალიცია “ადამიანის უფლებები ჯანმრთელობის დაცვის სფეროში”
ანდრაშ ლედერერი – ფონდი “ღია საზოგადოება საქართველო”
ანაჰიტ პაპიკიანი – ღია საზოგადოების ინსტიტუტი (სომხეთი)