ტრენინგი ადვოკატირებაში საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის
20.06.2012
2012 წლის მაისის ბოლოს ლოპოტას ტბაზე ჩატარდა ადვოკატირების ტრენინგი იმ საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის, რომლებიც მუშაობენ ადამიანის უფლებებზე სხვადასხვა კუთხით.
ტრენინგს 15-მდე ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრებოდა. აღსანიშნავია, სემინარის ინტერაქციული ფორმატი და სიმულაციები, რამაც მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა პრაქტიკულად გაცნობოდნენ ეფექტური ადვოკატირების მეთოდებს.