ტრენინგი ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე და რეგიონული მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის

30.09.2014

23 სექტემბერს უმცირესობათა საკითხების ევროპულმა ცენტრმა კავკასიამ (ECMI-Caucasus) ეროვნული უმცირესობების საკითხებზე, მათ ენაზე და რეგიონებში მომუშავე მედიის წარმომადგენლებისთვის ტრენინგი გამართა. ღონისძიების თემატიკა საქართველოს ევროინტეგრაციის გზას, მასში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის მნიშვნელობასა და მის გაშუქების საკითხებს შეეხებოდა.

ტრენინგზე განხილული იქნა ისეთი თემები, როგორიცაა ევროკავშირი და აღმოსავლეთის პარტნიორობა; ასოცირების შეთანხმება და დოკუმენტში გათვალისწინებული ეთნიკური უმცირესობების საკითხები; ვიზის ლიბერალიზაცია და როგორ არის ეს დაკავშირებული ეროვნული უმცირესობების დაცვის ევროპულ სტანდარტებსა და მექანიზმებთან.

ღონისძიებაზე მედიის განვითარების ფონდმა (MDF) წარმოადგინა მედიის პროფესიული დეტექტორი: მითები და ფაქტები ევროკავშირის შესახებ, რომლის მიზანია საზოგადოების კვალიფიციური ინფორმირება ევროინტეგრაციის პროცესისა და დასავლური ღირებულებების შესახებ; ასევე მედიის მიერ ან მედიის მეშვეობით ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით გავრცელებულ არასწორ ფაქტებზე რეაგირება ალტერნატიული ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდების გზით eurocommunicator.ge.

ტრენინგის სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენდნენ საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ენებზე მომუშავე მედიაორგანიზაციების ჟურნალისტები; საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე მედია ორგანიზაციების ჟურნალისტები და ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მომუშავე რეგიონული მედიის ჟურნალისტები. მონაწილეების რაოდენობამ სულ 15 მედიის წარმომადგენელი შეადგინა – მათ შორის ტელე, რადიო, ბეჭდური და ინტერნეტ გამოცემები ნინოწმინდიდან, ახალქალაქიდან, ახალციხიდან, ბორჯომიდან, ბოლნისიდან, თეთრიწყაროდან, ლაგოდეხიდან, თელავიდან და თბილისიდან.

ტრენინგის მიმდინარეობისას მონაწილეებმა დიდი ინტერესი გამოხატეს განხილულ საკითხებთან დაკავშირებით. აგრეთვე, აღსანიშნავია, რომ მედიის წარმომადგენლების მხრიდან შეიმჩნეოდა პესისმისტური დამოკიდებულება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესებთან დაკავშირებით. თუმცა, ყველამ აღნიშნა, რომ ასეთი ტიპის ღონისძიებები ხელს უწყობს მეტი ინფორმაციის მიღებისა და ობიექტურობის გაზრდას მათ ჟურნალისტურ საქმიანობაში.

ღონისძიება დაფინანსებულია პროქტის „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში” მიერ, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG) აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით და ფონდის „ღია საზოგადოება-საქართველო” (OSGF)

იხილეთ ფოტოგალერეა..