ტრენინგი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ევრო-ატლანტიკური ინსტიტუტებისა და საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხების შესახებ

24 ოქტ, 2014

 

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

 

პრესრელიზი

 

საქართველოს რეფორმების ასოციაცია, ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველოს’ მხარდაჭერით მიმდინარე წლის  25 ოქტომბერს სოფ. ფოკაში  ადგილობრივი მოსახლეობისათვის გამართავს ტრენინგს ევრო-ატლანტიკური ინსტიტუტების და საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხების შესახებ. ტრენინგს ჩაატარებს, საქართველოს რეფორმების ასოციაციის ხელმძღვანელი ბ-ნ სერგი კაპანაძე. აღნიშნულ ტრენინგებზე შემდეგი საკითხები განიხილება: ევროკავშირის/ნატოს ინსტიტუტები და ინსტრუმენტები; საქართველო ევროკავშირის/ნატოს/რუსეთის ურთიერთობები; ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა, ევროკავშირის სავაჭრო პოლიტიკა; ევროატლანტიკური ღირებულებები, ევროკავშირის შესახებ გავრცელებულ მითები საქართველოში და სხვა.

ღონისძიების მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენენ მასწავლებლები, ადგილობრივი ორგანიზაციები, მუნიციპალიტეტების, ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლები, ადგილობრივი მას მედია, რელიგიური ჯგუფები და ექიმები.

აღნიშნული აქტივობა ტარდება პროექტის „რატომ ევროპა?-ეთნიკური უმცირესობები ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს რეფორმების ასოციაცია ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს” ხელშეწყობით, „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში” პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია აშშს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ და რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG).

 

საკონტაქტო პირი: დენოლა ჩხარტიშვილი 593 92 57 67, ნათია ღვინჯილია 557 17 85 57