ფონდის “ღია საზოგადოება-საქართველო” და საქართველოს გენერალური პროკურატურის ერთობლივი პროექტის – “საზოგადოებრივი პროკურატურა” ფარგლებში ქ. მცხეთაში, რაიონული პროკურატურის ინიციატივით, ჩატარდა ტურნირი მინიფეხბურთში დევიზით – “ბავშვები ძალადობის წინააღმდეგ”. შეჯიბრში მონაწილეობდნენ პროკურატურის, პოლიციის, სატყეო დეპარტამენტის, გამგეობის, მცხეთა-მთიანეთის მხარეში პრეზიდენტის რწმუნებულის აპარატის, სკოლების, ძეგვის ბავშვთა სახლისა და პრობაციონერების გუნდები. ტურნირი მინი ფეხბურთში 12 მაისს დაიწყო.
20 მაისს ფინალურ მატჩში ერთმანეთს ბავშვებისა და მცხეთა-მთიანეთის მხარეში პრეზიდენტის რწმუნებულის აპარატი გუნდები შეხვდნენ.
ასპარეზობა ბავშვების გამარჯვებით დასრულდა. გამარჯვებულ გუნდს სპეციალური თასი გადაეცა, ხოლო მონაწილე გუნდებს სამახსოვრო სუვენირები და სიგელები დაურიგდათ.