უმუშევართა დასახმარებლად შექმნილი ახალი პროგრამის პრეზენტაცია

21.01.2010

28 მაისს ფონდის “ღია საზოგადოება-საქართველო” ოფისში გაიმართა სამოქალაქო განათლების პროგრამის  – “სიგმა” (“საზოგადოებრივი ნტერესებისათვის ამოიჩინე ოქალაქეობრივი ქტივობა”) პრეზენტაცია.

უმუშევართა დასახმარებლად შექმნილი სამოქალაქო განათლების პროგრამა – “სიგმა” ფონდის – “ღია საზოგადოება-საქართველო” კანონის უზენაესობისა და საჯარო ადმინისტრირების პროგრამის მიერაა ინიცირებული და ფონდისა საერთაშორისო ასოციაციის “კივიტას გეორგიკა” პარტნიორულ პროექტს წარმოადგენს.

შეხვედრა ჩატარდა სპეციალური კონკურსის შედეგად შერჩეულ 34 მონაწილესთან, რომლებიც 1 ივნისიდან   გაივლიან 4 თვიან მომზადებას და სწავლებას არასამთავრობო სექტორის მოღვაწეობის შინაარსსა და ფორმების სპეციფიკაში. პროგრამა “სიგმა” შემუშავებულია იმ იმუშევრებისათვის, ძირითადად ყოფილი საჯარო

მოხელეებისათვის, რომლებმაც უკანასკნელი წლების განმავლობაში დაკარგეს სამუშაო ადგილი და  სამოქალაქო  აქტივობაში მონაწილეობის სურვილი გააჩნიათ.

შერჩეულ მონაწილეებს  სასწავლო პროგრამის დეტალები პროექტის განმახორციელებელმა მხარეებმა –  ფონდის ,,ღია საზოგადოება – საქართველო” და საერთაშორისო ასოციაციის “კივიტას გეორგიკა”  წარმოამდგენლებმა გააცნეს.

პრეზენტაციას ასევე ესწრებოდნენ საპილოტო პროექტის – “რეფორმების შედეგად გამონთავისუფლებული ყოფილი საჯარო მოხელეების გადამზადება და თვითდასაქმება”  გამარჯვებულიები. მათ  “სიგმა”-ს მონაწილეებს წარმატების მისაღწევად მათ მიერ უკვე განხორციელებული საპილოტო პროექტის საფუძველზე დაგროვილი გამოცდილება გაუზიარეს.

სასწავლო პროცესს საერთაშორისო ასოციაცია “კივიტას გეორგიკა” წარმართავს, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებს შესაძლობა მიეცემათ შეიმუშაონ  პროექტები, გაიარონ სტაჟირება გამოცდილ არასამთავრობო ორგანიზაციებში და სურვილის შემთხვევაში საკუთარი არასამთავრობო ორგანიზაციები ჩამოაყალიბონ. პროექტის შემაჯამაბელი შეხვედრა და პროგრამის ფარგლებში შემუშავებული პროექტების პრეზენტაცია ა.წ. ოქტომბრის ბოლოს ჩატარდება.