ნაციონალური სემინარი საგამოძიებო ჟურნალისტიკის სფეროში დასაქმებულ პირთათვის
დანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული ქსელი “Scoop”, რომელიც მხარს უჭერს საგამოძიებო ჟურნალისტიკის განვითარებას აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, ეპატიჟება კოლეგებს საქართველოდან სემინარზე, რომელიც ჩატარდება ქ. თბილისში შემდეგი სამი წლის განმავლობაში “Scoop” – ს შესაძლებლობა ექნება მხარი დაუჭიროს საგამოძიებო ჟურნალისტიკის განვითარებას საქართველოში.
სახალხო დამცველი, ბ-ნი სოზარ სუბარი ისაუბრებს პრესის თავისუფლების შესახებ,
ქ-ნი ჟენია რიბკა უკრაინიდან, გააკეთებს მოხსენებას მის საგამოძიებო ნამუშევრებზე, რომელიც მხარდაჭერილი იყო “Scoop” – ის მიერ, ხოლო ქ-ნი სოლვიგ გრამ იენსენი “Scoop”-იდან ისაუბრებს თვით ორგანიზაცია “Scoop” – ის საქმიანობის შესახებ და თუ როგორ არის შესაძლებელი მათგან საგამოძიებო ჟურნალისტურ პროექტების დაფინანსების მოპოვება.
სემინარი ტარდება ფონდთან “ღია საზოგადოება საქართველო” თანამშრომლობით.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაინტერესებულმა პირებმა დარეკეთ შემდეგ ნომრებზე – +995 32 250463 +995 32 250592.
საკონტაქტო პირები: – ქ-ნი ლანა ღვინჯილია ელ.ფოსტა –
ქ-ნი სოლვიგ გრამ იენსენი ელ.ფოსტა – (მხოლოდ ინგლისურ ენაზე)
გამოგვეხმაურეთ ამა წლის 2 ოქტომბრამდე.
სემინარი ჩატარდება 4 ოქტომბერს, დაიწყება დღის 11:00 საათზე და დასრულდება საღამოს. მონაწილეებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია.
ნაციონალური სემინარის სამუშაო ენებია – ქართული, ინგლისური და რუსული.
დამატებითი ინფორმაცია “Scoop” – ის შესახებ შეგიძიათ იხილოთ შემდეგ ვებ გვერდზე – http://www.i-scoop.org/ , ინგლისურ და რუსულ ენებზე.