ფონდი სოციალურ-ეკონომიკური პროექტების განხორციელებას აგრძელებს

21.01.2010

ფონდის “ღია საზოგადოება – საქართველო” ეკონომიკური განვითარების პროგრამა ქალაქის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობას აგრძელებს –  მიმდინარეობს ფონდის და ქალაქ თბილისის მერიის ერთობლივი სოციალურ-ეკონომიკური პროექტი დაიწყე ბიზნესი თბილისის მერიის დახმარებით“.
აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს ბიზნესისათვის საჭირო უნარ-ჩვევების შეძენისა და განვითარების მსურველთა ტრენინგს, ბიზნესისათვის საჭირო თანხების მიღებაში მხარდაჭერასა და ბიზნეს – კონსულტაციებს, რაც მოგცემთ შესაძლებლობას დაიწყოთ ან გააფართოვოთ თქვენი ბიზნესი.
პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს მოქალაქეთა განაცხადების მიღება, განხილვა და გასაუბრებები. შემოსული ბიზნეს გეგმები გადეგზავნებათ პროექტის პარტნიორ ბანკებს.