ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო” აგრძელებს კონკურსს მედიის განვითარების პროგრამის მენეჯერის თანამდებობაზე. ვრცლად...

31 დეკ, 2008

თანამდებობა:   მედიის განვითარების  პროგრამის მენეჯერი
ორგანიზაცია: ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო”
სამუშაო ადგილი: თბილისი
განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადა: 2009 წლის 22 იანვარი, 12:00 საათი.

ძირითადი ფუნქციები:პროგრამის ხელმძღვანელობა, საქმიანობის დაგეგმვა, წარმართვა და მონიტორინგი; პროგრამის მიმართულებების კოორდინირება; საგრანტო და ოპერაციული პროექტების ზედამხედველობა; პროგრამის საქმიანობის ანგარიში. 

ძირითადი ვალდებულებები: 

– პროგრამის  სფეროში  არსებული სიტუაციისა და მოვლენების ანალიზი;
– პროგრამის სტრატეგიის შემუშავება;
– პროგრამის სფეროში მომუშავე ძირითადი აქტორების პროფილის ანალიზი და დახასიათება;
– პროგრამის სფეროში მომუშავე სხვა დონორებთან კოორდინირებული საქმიანობა და ინფორმაციის ურთიერთგაცვლა;
– პროგრამის მიმართულებების მონიტორინგი და შეფასება;
– პროგრამის ფარგლებში მიმდინარე და განხორციელებული პროექტების შედეგების მონიტორინგი;
– საგრანტო განაცხადებების ანალიზი და პირველადი შეფასება;
– გრანტის მიმღებებთან  გაფორმებული ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგი;
– სხვა საქმიანობა, რომელიც გამომდინარეობს ფონდისა და პროგრამის მიზნებიდან.

კანდიდატი შეირჩევა შემდეგი მოთხოვნების მიხედვით:

განათლება: უმაღლესი განათლება მედიის მენეჯმენტის სფეროში ან მონათესავე დისციპლინაში (სასურველია მაგისტრის ხარისხი).

გამოცდილება, პრაქტიკული ცოდნა და უნარ-ჩვევები:

– პროგრამის მართვის მინიმუმ სამი წლის გამოცდილება;
– ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის მინიმუმ ხუთი წლის  გამოცდილება;
– მედიაში მუშაობის გამოცდილება;
– პროგრამის სფეროში ქვეყანაში არსებული  ტენდენციების ხედვა;
– პერსონალის მართვის უნარ-ჩვევები და შესაბამისი გამოცდილება;
– სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავების უნარი;
– პროგრამის დაგეგმვის, კოორდინირებისა და კონტროლის უნარი;
– გრანტების გაცემის ან მართვის გამოცდილება;
– კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office) სრულყოფილი ცოდნა;
– ქართული, ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა:
– ლიდერული და ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;
– კომუნიკაბელობა, დამოუკიდებლად და ექსტრემალურ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
– ბიუჯეტის შედგენისა და ფინანსურ დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება.

ანგარიშგება: მედიის განვითარების პროგრამის მენეჯერი ანგარიშვალდებული იქნება აღმასრულებელ დირექტორთან.

ანაზღაურება: სახელფასო განაკვეთი განისაზღვრება სახელფასო ისტორიის, კვალიფიკაციისა და სამუშო გამოცდილების შესაბამისად.     

განაცხადი: კონკურში მონაწილეობის მსურველებმა ფონდის სამდივნოში  დალუქული კონვერტით უნდა წარმოადგინონ ქვემოთმოყვანილი დოკუმენტები ქართულ ენაზე:

1. სამოტივაციო წერილი;
2. ავტობიოგრაფია – CV (მიუთითეთ საკონტაქტო ინფორმაცია-საფოსტო მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონი);
3. პირადობის მოწმობის ქსეროასლი;
4. ორი რეკომენდატორის საკონტაქტო ნომრები.

ელექტრონული ფორმით განაცხადი მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი არ იმყოფება თბილისში.

კონვერტზე  მიუთითეთ თქვენი სახელი. გთხოვთ, წარმოადგინოთ დოკუმენტების ასლები, ვინაიდან ისინი აღარ დაუბრუნდება განმცხადებელს.

არასრულად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება. სრულყოფილი განაცხადის წარმოდგენაზე პასუხისმგებელია კანდიდატი.

ფონდის მისამართი: თბილისი, ჭოველიძის ქ. 10 (ყოფილი ბელინსკის ქუჩა).

განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადა: 22 დეკემბერი, 12:00 საათი. 

შერჩევის პროცედურა:კანდიდატთა შერჩევა მოხდება კონკურსის წესით. განაცხადები განხილული იქნება ფონდის საკონკურსო კომისიის მიერ რამოდენიმე ეტაპად. ფონდი დაუკავშირდება (პირველ თებერვლამდე) მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც წარმატებით გაივლიან შერჩევის პირველ ტურს . საბოლოო არჩევანი გაკეთდება საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრების შედეგების მიხედვით.

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:
ტელ.: (+995 32) 25 04 63, (+995 32) 25 05 92;
ელ.ფოსტა:

საკონტაქტო პირი: თიკო თუშიშვილი.