ფონდმა „ღია საზოგადოება – საქართველო“ დევნილ ბავშვებს 2011 წლის დადგომა მიულოცა და საახალწლო ზეიმი მოუწყო

24.01.2011

29  და 30 დეკემბერს  ბავშვთა გასართობ ცენტრში „მადაგასკარი”  ფონდის ინიციატივითა და  მხარდაჭერით დევნილთა კომპაქტური ჩასახლებებიდან ჩამოყვანილი დევნილი ბავშვებისათვის საახალწლო ზეიმი მოეწყო.

ორი დღის განმავლობაში საახალწლო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ნიქოზში, ხურვალეთში, შაუმიანში და შავშვებში მცხოვრებმა  220-მდე   დევნილმა ბავშვმა.   საახალწლო ზეიმში მონაწილე ყველა ბავშვს ფონდმა საჩუქრად სათამაშოები და ტკბილეულობა გადასცა.

ბავშვების შერჩევასა და თბილისში ჩამოყვანაში ფონდს კოალიციის „დევნილთა უფლებებისათვის” წევრები დაეხმარნენ.