ქეთი ხუციშვილი, ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი და მანანა ლომაძე ფონდი “გეორგია ელადა”-ს თავმჯდომარე რადიო “პალიტრის” ეთერში, გადაცემაში “ჩვენ”.
წამყვანი: თამარ ცაგარეიშვილი
გადაცემის დრო: 16:15-17:00სთ; 8 მარტი, 2011.
თემა: დემოკრატიული ღირებულებები ქართულ კულტურაში.
გადაცემა 2010 წლის დასაწყიში გამოცხადებული კონკურსის “დემოკრატიული ღირებულებები ქართულ კულტურაში” ფარგლებში მომზადდა. პროექტების განხორციელების პროცესში, მოძიებულ და გაანალიზებულ იქნა მასალა, რომელიც ქართულ კულტურაში ლიბერალური დემოკრატიული ღირებულებების უდიდეს მნიშვნელობაზე მიუთითებს.
გადაცემის სტუმრები განიხილავენ მე-19 საუკუნის დასასრულს და მე-20 საუკუნის დასაწყისში მოღვაწე დიდი ქართველი მოაზროვნეების წერილებს, სტატიებს, გამონათქვამებს, სადაც “ლიბერალური დემოკრატიული ღირებულებების ფუძემდებლურ პრინციპებს” ვხვდებით. ინდივიდის უზენაესობა, გენდერული თანასწორობა, შრომის გათავისუფლება, განათლება-ის თემებია, რაზეც ილია, ვაჟა და იმ პერიოდის სხვა პროგრესულად მოაზროვნე პუბლიცისტები საუბრობდნენ. ევროპის საუკეთესო გამოცდილების გაზიარებისადმი სწრაფვა ასევე იყო იმ პერიოდის მოაზროვნეთა დამახასიათებელი. ამის ერთ-ერთი მაგალითია იაკობ გოგებაშვილის პედაგოგიური მოძღვრება და ”დედა ენის” შემუშავება, რომელიც მე-19- მე-20 საუკუნეების მიჯნაზე, ევროპის საუკეთესო პედაგოგების გამოცდილებას და “ევროპის ქვეყნების საუკეთესო მეთოდიკის პრინციპებს” ეფუძნება.
მოისმინეთ: ნაწილი 1, ნაწილი 2.