
აქცია სამგორის მეტროსთან დაიწყო და სამინისტროს შენობასთან იმპროვიზირებული აქციით დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ დღეს საქართველო აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში რჩება ერთ-ერთ ქვეყანად, რომელშიც ნარკოტიკების მოხმარება განიხილება როგორც სისხლის სამართლის დანაშაული და არა როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრობლემა. არსებული ნარკოპოლიტიკა ორიენტირებულია ნარკოტიკების მომხმარებლის დასჯაზე და არა მათ დახმარებასა და საზოგადოებაში რეინტეგრაციის ხელშეწყობაზე; ბოლო 6 წლის განმავლობაში ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებაზე გამოკვლევის მიზნით საქართველოს მასშტაბით 200 000-ზე მეტი ტესტირება ჩატარდა.
აქციის მხარდამჭერები იყვნენ “ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი”, „მსოფლიო ექიმები-საფრანგეთი”,„ალტერნატივა ჯორჯია” და ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო”.
საიტით სარგებლობის გაგრძელებით, თქვენ ეთანხმებით Cookie ჩანაწერების გამოყენებას. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა.