ფონდმა “ღია საზოგადოება საქართველო”, კოალიციამ “საჯარო ფინანსების გამჭვირვალობისათვის” და საერთაშორისო კოალიციამ “გამოაქვეყნე რასაც იხდი” (www.publishwhatyoupay.org) მიმართეს საქართველოს პრემიერ მინისტრს ღია წერილით, რომლითაც შეახსენეს საქართველოს მთავრობას აღებული ვალდებულება “მოპოვებითი მრეწველობის გამჭვირვალობის ინიციატივაში” (EITI) საქართველოს გაწევრიანების შესახებ. ეს ინიციატივა ითვალისწინებს ენერგორესურსების მოპოვებასა და ტრანზიტიდან ბიუჯეტში მიღებული შემოსავლების გამჭვირვალობას.
წერილს თან ერთვის კოალიციის მიერ შემუშვებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც განიხილავს იმ ცვლილებებს რომეთა განხორციელება წარმოადგენს აუცილებელ პირობას საქართველოს EITI-ში გაწევრიანებისათვის.