შედი ჩემს მდგომარეობაში

19 თებ, 2013

20 თებერვალს, 19 საათზე, მცხეთის ქ. #9-ში გეპატიჟებით ერთ ჩვეულებრივ აგურის სახლში ორიგინალურ გამოფენაზე “შედი ჩემს მდგომარეობაში. სახლის ოთხი სხვადასხვა ოთახი, პირადი ნივთების, ფოტოსურათებისა და წერილების მეშვეობით მოგვითხრობს ოთხი სხვადასხვა ქალის ისტორიას, რომლებიც ნარკომომხმარებლები არიან.

გამოფენას წარმოგიდგენთ კრეატიული სტუდია “იდეალისტი” და ახალგაზრდა ფსიქოლოგთა და ექიმთა ასოციაცია “ქსენონი”, ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” და “ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის” მხარდაჭერით.  

გამოფენაზე მოხდება ვიდეო კლიპის პრეზენტაცია, რომელიც ნარკომომხმაებელ ქალთა პრობლემატიკაზე იქნა შექმნილი პროექტის ფარგლებში.

პროექტის მიზანია საზოგადოების ცნობიერების და ტოლერანტობის გაზრდა ნარკომომხმარებელ ქალთა პრობლემატიკასთან დაკავშირებით.

გამოფენა 22 თებერვლამდე გაგრძელდება. 

დასწრება თავისუფალია.