შეხვედრა ზიანის შემცირების საადვოკაციო პროექტის ფარგლებში…

25.01.2010

2008 წლის 2 თებერვალს ქ. თელავში კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრის თელავის ფილიალის ოფისში გაიმართა შეხვედრა ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენლებთან ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის მიმდინარე პროექტის – ,,ზიანის შემცირების საადვოკაციო კამპანია”ფარგლებში,  რომელიც ფინანსდება ფონდ ,,ღია საზოგადოება – საქართველოს” მიერ.
შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.
შეხვედრის თემა იყო: ზიანის შემცირების პროგრამების, წამალდამოკიდებულების პრობლემისადმი ალტერნატიული, არარეპრესიული მიდგომების პოპულარიზაცია, აგრეთვე ლიბერალური ნარკოპოლიტიკის მნიშვნელობისა და ნარკოტიკების მოხმარების პრობლემის შესახებ საზოგადოებისათვის სარწმუნო ინფორმაციის მიწოდება.

 

თეა ახობაძე
ფონდის “ღია საზოგადოება – საქართველო” საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროგრამის ოფიცერი

შეხვედრის მონაწილეებმა დიდი დაინტერესება გამოიჩინეს აღნიშნული საკითხების მიმართ და აქტიური მონაწილეობა მიიღეს დისკუსიაში. შეხვედრა მიჰყავდათ ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის წევრი ორგანიზაციების წარმომადგენელ ჟურნალისტსა და იურისტებს.

საიტით სარგებლობის გაგრძელებით, თქვენ ეთანხმებით Cookie ჩანაწერების გამოყენებას. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა.