შეხვედრა სახალხო დამცველის პოსტზე წარდგენილ კანდიდატებთან

26.01.2010

 

 

31 ივლისს, სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში, ფონდის “ღია საზოგადოება — საქართველო” და “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის”  ინიციატივით, გაიმართა ჟურნალისტებისა და სამოქალაქო სექტორის  წარმომადგენელთა შეხვედრა სახალხო დამცველის პოსტზე წარდგენილ ორ კანდიდატთან.

მეტეხში გამართული შეხვედრის მიზანი იყო  კანდიდატთა ხედვების გაცნობა  სახალხო დამცველის ინსტიტუტის როლზე, კანდიდატების პროგრამაზე და ძირითად ამოცანებზე, რომლებზეც ისინი  გაამახვილებდნენ ყურადღებას  პოსტზე დამტკიცების შემთხვევაში.

შეხვედრაზე გიორგი ტუღუშმა და დიმიტრი ლორთქიფანიძემ კითხვა- პასუხის რეჟიმში 50-მდე ექსპერტს, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელსა და ჟურნალისტს გაუზიარეს საკუთარი მოსაზრებები წამოჭრილ საკითხებთან დაკავშირებით, და გამოხატეს არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობის  მზაობა, სახალხო დამცველის პოსტზე დამტკიცების შემთხვევაში.

 

თამარ წერეთელი
სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამა