თბილისი, 26 დეკემბერი, 2007 წელი
“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება”, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” და “ახალი თაობა – ახალი ინიციატივა” თანხმდებიან წინასაარჩევნო, საარჩევნო და არჩევნების შემდგომ პროცესებში კოორდინაციის აუცილებლობაზე და აარსებენ მედია ცენტრს, რომლის მიზანია 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგის შესახებ დროული და სანდო ინფორმაციის გავრცელება, საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებით ამომრჩევლებისთვის კონსულტაციის გაწევა და მათგან შესაძლო დარღვევების შესახებ ინფორმაციის მიღება. მედია ცენტრის ფინანსურ მხარდაჭერას ახორციელებს “ფონდი ღია საზოგადოება – საქართველო”.