ხელისუფლების ინიციატივა თვითმართველობის რეფორმას აზრს უკარგავს

13 მარ, 2014

14 მარტს, პარასკევს, 14:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში” გაიმართება პრესკონფერენცია თვითმართველობის რეფორმის თემაზე. პრესკონფერენციას გამართავენ ადგილობრივი თვითმართველობის თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები.

ამჟამად მიმდინარეობს თვითმართველობის რეფორმის მეორე ეტაპი, რომლის დროსაც უნდა მოხდეს თელავის, ოზურგეთის, ზუგდიდის, გორის, ამბროლაურის და ახალციხისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭება, ხოლო ამ ქალაქების გამოყოფის შედეგად დარჩენილ ტერიტორიებზე – თვითმმართველი თემების ფორმირება.

არასამთავრობოები განმარტავენ რატომ ეკარგება ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული ინიციატივით რეფორმას აზრი.

###
საკონტაქტო პირი პრესისთვის:
გვანცა კიკალიშვილი, ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველო’, ტელ: 599 799 646, ელ.ფოსტა:
www.csf.ge