საქართველოს ჯანდაცვის სისტემა მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას. ათწლეულებია ხორციელდება თამამი რეფორმა; ხდება როგორც მომსახურების მიწოდების ასევე დაფინანსების მიმართულების განკერძოება. ჯანდაცვის ჩამოყალიბების პროცესში მყოფი ბაზარი რისკის ქვეშ აყენებს ჯანდაცვის ხელმისაწვდომობას, ზრდის სამედიცინო მომსახურების ხარჯებს და განსათრებული რისკის ქვეშ აყენებს პაციენტების მომსახურების ხარისხს და შესაბამისად პაციენტთა უსაფრთხოებას.
ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ყველა მოქალაქეს (თითოეულ ჩვენგანს) უჩნდება ამა თუ იმ სახით ჯანდაცვის სერვისის საჭიროება და როგორც წესი ეს ხდება მაშინ, როცა ისინი ყველაზე მეტად დაუცველნი არიან. შესაბამისად უკიდურესად მნიშვნელოვანია ადამიანის დაცვა სწორედ ამ მომენტში. კერძოდ კი ადეკვატური და ხარისხიანი სერვისის მიწოდების უზრუნველყოფა.
30 ნოემბერს, ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” დაფინანსებით გაიმართა პროექტის “ადეკვატური სამედიცინო მომსახურება-პაციენტის უფლება” შედეგების პრეზენტაცია. წარმოდგენილი კვლევა რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში ჩატარდა და მიზნად ისახავდა იმის შესწავლას, თუ რამდენად არის თანხვედრაში პაციენტის საჭიროებასთან ესა თუ ის სპეციფიკური გამოკვლევა, პროცედურა თუ სერვისი. ყველა ეს საკითხი ძალიან ხშირად დგება კითხვის ნიშნის ქვეშ და ეს ხდება ორივე მიმართულებით ხან ადგილი აქვს გადაჭარბებული რაოდენობით კვლევების, მკურნალობისა თუ მანიპულაციების ჩატარებას, ხან კი პირიქით-იქ სადაც საჭიროა სამედიცინო ჩარევა გვხვდება მისი დეფიციტი.
კვლევის შედეგად გამოვლინდა შემდეგი პრობლემები: