2008 წლის 28 იანვარს საქართვლოს პარლამენტში, ი.ჭავჭავაძის დარბაზში გაიმართა ფონდის “ღია საზოგადოება საქართველო” მიერ დაფინანსებული პროექტის “საქართველო – უკრაინა – ადექვატური ტკივილის მართვისა და წამლის მისაწვდომობის უზრუნველყოფა პაციენტთათვის” პრეზენტაცია.
პრეზენტაციის მთავარ თემას წარმოადგენდა პროექტის შედეგად მიღებული გამოცდილების შეჯამება – გაზიარება. აღინიშნა, რომ საქართველოში, პალიატიური მზრუნველობის განვითარებისათვის ბოლო წლებში მრავალი ნაბიჯი გადაიდგა, მათ შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს კანონმდებლობაში შეტანილი ის ცვლილებები, რაც პაციენტებში ტკივილის ადექვატურ მართვას უზრუნველყოფს. ასევე აღინიშნა, რომ პალიატიური მზრუნველობის წარმატებულ განვითარებას დიდად შეუწყო ხელი სახელმწიფო და არასამთავრობო სტრუქტურების, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების კოორდინირებულმა მუშაობამ. შეხვედრის ბოლოს მიღებული იქნა გადაწუვეტილება, საართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სახელით მომზადდეს წერილი უკრაინის უმაღლესი რადის შესაბამისი კომიტეტის სახელზე, რათა უკრაინაშიც მოხდეს საკითხის სახელმწიფო დონეზე ხელშეწყობა.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ პროექტის პარტნიორი ორგანიზაციები და მოწვეული სტუმრები:
საქართველოს მხრიდან:
საქართველოს პირველი ლედი ქ-ნი სანდრა-ელიზაბეტ რულოვსი, საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ბატონი გიგი წერეთელი, საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბატონი გოგიტა გეგელაშვილი, საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრი ბატონი ოთარ თოიძე, ფონდის “ღია საზოგადოება – საქართველო” საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროგრამის დირექტორი, ლაშა ზაალიშვილი, ფონდის “ღია საზოგადოება – საქართველო” აღმასრულებელი დირექტორის თანაშემწე თინათინ თუშიშვილი, ბატონი რემა ღვამიჩავა – “ონკოპრევენციის ცენტრი”-ს დირექტორი, თსსუ ასოცირებული პროფესორი,
ბატონი დიმიტრი კორძაია – პროფესორი, მორფოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, პალიატიური მზრუნველობის ეროვნული კოორდინატორი.
უკრაინის დელეგაციის წევრები:
ვოლფი ალექსანდრე – უკრაინის პალიატიური ასოციაციის, უკრაინის პაციენტის უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვის პროგრამების დირექტორი;ბობროვი ოლეგი – პროფესორი, ონკო-ქირურგი, ქირურგიის კათდრის განგის მოადგილე; დაშჩენკო ალექსეი – უკრაინის პაციენტის უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვის საბჭოს ექსპერტი ტკივილის მართვის საკითხებში;პოლუნინა სვეტლანა – ხარკოვის ოლქის ფარმაცევტული მრეწველობისა და ფარმაციის სამმართველოს საიფორმაციო-ანალიტიკური განყოფილების უფროსი;სერდიუკი ვიქტორი – უკრაინის პაციენტის უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვის საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი; ბატენკო გენადი – უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მოძღვარი, ექიმი- ონკოლოგი;ბაგლიუკი დიმიტრი – უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო საქმეთა უფროსი ოპერმუშაკი.
ლაშა ზაალიშვილი
ფონდის “ღია საზოგადოება – საქართველო” საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროგრამის დირექტორი