ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია 14 დეკემბერს ჩატარდება

13.12.2010

14 დეკემბერს, სამშაბათს, 12 საათზე, სასტუმრო “რედისონ ივერიაში” გაიმართება ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის მონიტორინგის მეხუთე ეტაპის შედეგების პრეზენტაცია.

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მიერ აშშ-ს მთავრობისგან მიღებული «ათასწლეულის გამოწვევის პროგრამა» წარმოადგენს მნიშვნელოვან ფინანსურ წყაროს საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის, “ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა” და ფონდმა “ღია საზოგადოება-საქართველომ” კოალიციის “გამჭვირვალე საერთაშორისო დახმარება საქართველოს” ფარგლებში გადაწყვიტეს პროგრამით გათვალისწინებული და დაგეგმილი ღონისძიებების ზედამხედველობა.

პროექტის ფარგლებში 2006-2009 წლებში მომზადდა  მონიტორინგის ოთხი ანგარიში. მიმდინარე ანგარიში მონიტორინგის მეხუთე ეტაპზე (2009-2010 წლის) მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შეიქმნა და მონიტორინგის მეხუთე ეტაპის ანგარიშს წარმოადგენს.

ღონისძიებას დაესწრებიან მთავრობის, ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის, მედიის, საერთაშორისო ორგანიზაციების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

დეტალური ინფორმაციისთვის პროგრამისა და მონიტორინგის შედეგების შესახებ იხ.  პრეს რელიზი.

 

საკონტაქტო პირები:

ანა ტოკლიკიშვილი
ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველო”
მობ: +995 95 221 999
ელ.ფოსტა: Anuka@csf.ge
www.csf.ge

 

ნინო ევგენიძე
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
მობ: +995 273828
ელ.ფოსტა: nevgenidze@eprc.ge
www.eprc.ge