ანგარიშის – ”საქართველო და ევროპის სამეზობლო პოლიტიკა – პერსპექტივები და გამოწვევები” პრეზენტაცია

21.01.2010

28 ივნისს, სასტურმო “თბილისი მარიოტში” – გაიმართა ფონდის “ღია საზოგადოება საქართველო” და კოალიციის “საჯარო ფინანსების გამჭვირვალობა” ერთობლივი პროექტის ფარგლებში მომზადებული ანალიტიკური დოკუმენტის – “საქართველო და ევროპის სამეზობლო პოლიტიკა – პერსპექტივები და გამოწვევები”  პრეზენტაცია, რომელიც საქართველოს მიერ ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებს მოიცავს.

პროექტის ფარგლებში შემუშავდა ანალიტიკური ანგარიში საქართველოში ევროპის სამეზობლო პოლიტიკის მიმდინარე განვითარების შესახებ, სადაც გამოკვეთილია მთავრობის შესაბამისი უწყებების ხედვა ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის განხორციელებასთან დაკავშირებით,  წარმოაჩენილია  კონკრეტული პრობლემები და დასახულია მათი გადაჭრის გზები. კერძოდ, დოკუმენტში ნაჩვენებია თუ რა ეტაპზე იმყოფება დღეს ქვეყანა სამოქმედო გეგმის განხორციელების კუთხით,  რამ განაპირობა დეტალური სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესის შეფერხება და ა.შ.

არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის “საჯარო ფინანსების გამჭვირვალობისათვის” წევრი ორგანიზაციები არიან: ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო”, “ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი”, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”. “საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია” და “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო”.

 

დოკუმენტის ტექსტის
გადმოსატვირთად დააჭირეთ აქ