არასათავრობო ორგანიზაციები თბილისის მერიას თბილისის ურბანული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებზე თანამშრომლობისაკენ მოუწოდებენ

15.03.2011

16 მარტს, 13:00სთ-ზე, სასტუმრო “თბილისი-მარიოტში” ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველო” და პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციები მრგვალ მაგიდას გამართავენ თემაზე: “თბილისის ურბანული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებზე თანამშრომლობა”.

მრგვალი მაგიდის მიზანია ქ.თბილისის ურბანული მემკვიდრეობის საკითხებზე არასამთავრობო ორგანიზაციების და ქალაქის მერიის შესაბამისი სამსახურების თანამშრომლობის გაღრმავება.

ქ. თბილისის მერიის გადაწყვეტილების  მიღების  პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და ამ პროცესში საზოგადოების მონაწილეობის გაზრდა არასამთავრობოთა იმ ერთ-ერთი მოთხოვნათაგანია, რომელიც ხვალინდელ შეხვედრაზე გავრცელდება. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილებულდება ურბანული მემკვიდრეობის სფეროში გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებსა და დაინტერესებულ საზოგადოებას შორის კომუნიკაციაში არსებული  ხარვეზების წარმოჩენასა და მათი გადაჭრის მცდელობაზეც.

შეხვედრის მომდევნო ეტაპზე არასამთავრობო ორგანიზაციები მერიას კონკრეტულ რეკომენდაციებსა და წინადადებებს წარუდგენენ.

ღონისძიებაზე მოწველნი არიან ქ.თბილისი საკრებულოს წევრები, ქ.თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები, ინიციატივის მხარდამჭერი და თბილისის ურბანული განვითარების თემით დაინტერესებული სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების, აკადემიური წრეების წარმომადგენლები და შესაბამისი სფეროს ექსპერტები (ურბანისტები, არქიტექტორები, ხელოვნებათმცოდნეები).

ინიციატივის მხარდამჭერები არიან: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ძეგლებისა და ღირსშესანიშნაობათა საერთაშორისო საბჭოს (ICOMOS) საქართველოს ეროვნული კომიტეტი, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), ასოციაცია “მწვანე ალტერნატივა”, ორგანიზაცია “ტფილისის ჰამქარი”, სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი,  ჟურნალი “ლიბერალი” და შესაბამისი სფეროს ექსპერტები.