არასამთავრობოები ევრაზიული კავშირის საფრთხეებზე

27.09.2013

 

30 სექტემბერს, ორშაბათს, 11.00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში” გაიმართება კონფერენცია „ევრაზიული კავშირის საფრთხეები ევროინტეგრაციის გზაზე”.

კონფერენციაზე არასამთავრობო ორგანიზაციები გაავრცელებენ განცხადებას, რომელიც პასუხობს რუსეთის გაძლიერებულ ზეწოლას აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებზე, რაც განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა ვილნიუსის სამიტის მოახლოებასთან ერთად.

კონფერენციის მონაწილეები შეაფასებენ საქართველოს საგარეო პოლიტიკის კურსს და იმსჯელებენ რუსეთის ზეწოლის თავიდან აცილების საშუალებებზე.

კონფერენციაზე მოხსენებებს გააკეთებენ: 

  • ვიქტორ დოლიძე – საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე
  • თამარ ბერუჩაშვილი – საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე
  • ბორის იაროშევიჩი- ევროკავშირის ელჩის მოადგილე საქართველოში
  • ქეთი ხუციშვილი – ფონდის „ღია საზოგადოება – საქართველო” აღმასრულებელი დირექტორი
  • კორნელი კაკაჩია – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • ნინო ევგენიძე – ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი
  • მანანა ქოჩლაძე – აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის  საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე.

ნახეთ დღის წესრიგი.

###

საკონტაქტო პირი პრესისთვის:

ანა ტოკლიკიშვილი- ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველო”, მობ: +995 595 221 999, ელ.ფოსტა: Anuka@csf.ge, www.csf.ge