არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მოქალაქეების ნაწილი საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის გადადგომას ითხოვენ. მათ მიაჩნიათ, რომ მაუწყებელი კრიზისშია.
“გამოვხატავთ უკიდურეს შეშფოთებას საზოგადოებრივი მაუწყებელში არსებული ღრმა ინსტიტუციური კრიზისის გამო. მაუწყებლის მიმართ საზოგადოების ნდობა კრიტიკულად დაბალ დონეზეა მაშინ, როცა მოქალაქეები ყოველწლიურად სულ უფრო მზარდ თანხას იხდიან სახელმწიფო ბიუჯეტიდან მის დაფინანსებაში. სამწუხაროდ, საზოგადოებრივი მაუწყებელი არ ემსახურება საზოგადოების ინტერესებს, ვერ ასრულებს კანონით დაკისრებულ როლსა და წარმოადგენს ვიწრო პარტიული ინტერესების გამტარებელ მედია ორგანიზაციას.
ვაცნობიერებთ რა, საზოგადოებრივი მაუწყებლის როლისა და ფუნქციის მნიშვნელობას დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხელმომწერი პირები ვაანონსებთ მოძრაობას საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმირებისათვის და გთავაზობთ 6 პუნქტიან გეგმას, რომლის ფარგლებშიც მოვითხოვთ:
განცხადებას ხელს აწერენ: