არასამთავრობო ორგანიზაციების მედიაცენტრმა მუშაობა განაახლა

30.06.2014

ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, 29 ივნისს 14 საარჩევნო უბანზე თვითმმართველობის არჩევნების განმეორებითი კენჭისყრა გაიმართება. არჩევნების მიმდინარეობას ამ უბნებზე დააკვირდებიან არასამთავრობო ორგანიზაციები:  “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება”, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი”, „მრავალეროვანი საქართველო”.

 ამ ორგანიზაციის წარმომადგენლები 29 ივნისს, არასამთავრობო ორგანიზაციების მედიაცენტრი ჟურნალისტებს ინფორმაციას მიაწვდიან არჩევნების მიმდინარეობის შესახებ. 29 ივნისს მედიაცენტრში გაიმართება 7 ბრიფინგი. 30 ივნისს დაგეგმილ 3 ბრიფინგზე დამკვირვებლები შეაჯამებენ განმეორებითი არჩევნების მიმდინარეობას.

ინტერნეტში ინფორმაცია განახლდება ფეისბუქის გვერდზე, რომელსაც მოიძიებთ სახელწოდებით NGO მედიაცენტრი.  ამავე გვერდზე, შესაძლებლობა გექნებათ , ლაივსტრიმის მეშვეობით პირდაპირ ეთერში თვალი ადევნოთ ცენტრში მიმდინარე აქტივობებს. 

მედიაცენტრი წარმატებით მოქმედებდა 2007 წლის საპარლამენტო, 2008 წლის საპრეზიდენტო, 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის, 2012 წლის საპრეზიდენტო და 2013 წლის საპარლამენტო არჩევნებისას. მედიაცენტრი იყო ის ადგილი, საიდანაც არასამთავრობო ორგანიზაციები აკეთებდნენ საჯარო განცხადებებს და სადაც თავს იყრიდა არჩევნებთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია.