
ფონდის აღმასრულებელი დირექტორის ქეთი ხუციშვილის თქმით “ფონდი ცდილობს სამოქალაქო სექტორში ადამიანური რესურსების განვითარებას შეუწყოს ხელი და სამოქალაქო სექტორის განვითარების რესურს-ცენტრად იქცეს”.
სწორედ ამ მიზნით, 2009 წლის ზაფხულში ფონდის ოფისში სატრეინინგო სივრცე გაიხსნა და არასამთავრობო ორგანიზაციების განვითარებისკენ მიმართულ ტრეინინგებში მონაწილეობისთვის კონკურსიც გამოცხადდა. ტრეინინგში მონაწილეობა მიიღო არასამთავრობო ორგანიზაციების ოთხმოცმა წარმომადგენელმა, რომელთა შორის იყვნენ როგორც დამწყები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ისე განვითარებული ორგანიზაციების ნაკლებად გამოცდილი წევრები, რომელთაც მიუხედავად დიდი სურვილისა, რომ აიმაღლონ კვალიფიკაცია, ხელი არ მიუწვდებათ შესაბამის პროგრამებზე.
“ასოციაციისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი და სასარგებლო იყო აღნიშნული პროგრამა და ვისურვებდით, რომ მსგავსი ტრეინინგებით სარგებლობის შესაძლებლობა მომავალშიც მოგვეცეს, რადგან ასოციაცია საკუთარი სახსრებით ვერ ახერხებს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვას. მიუხედავად მცირე დროის გასვლისა ჩვენი თანამშრომელი უკვე ახერხებს მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას”- ამბობს ირინა ინასარიძე, ასოციაციის ”ანიკა” პრეზიდენტი.
“ბევრ ტრეინინგზე ვყოფილვარ, მაგრამ ეს კურსი განსაკუთრებული იყო წარმოდგენილი პრაქტიკული სავარჯიშოებით, რომელიც ეფექტურად იყო შერწყმული თეორიულ მასალასთან. დარწმუნებული ვარ, რომ მიღებულ ცოდნას წარმატებით გამოვიყენებ პროექტების დაგეგმვაში და განხორციელებაში, შედეგად გაიზრდება ორგანიზაციის ეფექტიანობა”- აღნიშნა თეა თოფურიამ, ასოციაციის ”HERA XXI” წარმომადგენელმა.
საიტით სარგებლობის გაგრძელებით, თქვენ ეთანხმებით Cookie ჩანაწერების გამოყენებას. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა.