აუტისტური სპექტრის მქონე გიგი სიჭინავას პერსონალური გამოფენა

03.11.2016

“ღია გალერეაში” გიორგი სიჭინავას ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიხსნა. ის აუტისტური სპექტრის მქონე უნიჭიერესი მოზარდია. მისი შინაგანი სამყაროს აღქმა რთულია, უსაზღვროა მისი უნარები…

მიუხედავად იმისა, რომ არ მეტყველებდა და არც ცალკეულ სიტყვებს წარმოთქვამდა, 3 წლის ასაკში 33 ასო-ბგერის წერა და დასახელება შეეძლო. 4 წლის ასაკში სამნიშნა ციფრებს ცნობდა.

“ღია გალერეაში” წარმოდგენილია მისი ფერწერა, გრაფიკა. იგი კარგად ფლობს ძერწვის ტექნიკას, ქაღალდის ხელოვნებას და მდიდარი ფანტაზიის დახმარებით საინტერესო ნამუშევრებს ქმნის.

გამოფენის მიზანი სახელწოდებაშივე ჩანს “დააფასეთ ჩემი შესაძლებლობები”.

ეწვიეთ ექსპოზიციას და ნახავთ, თუ რამდენად რეალიზებულნი შეიძლება იყვნენ აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანები.


მედია ამ თემაზე:

თბილისში პირველად აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის პერსონალური გამოფენა გაიმართა, ონლაინ გამოცემა “ლიბერალი”