წყარო: აღმოსავლეთ პარტნიორობა-საქართველო
ბარონესა ქეთრინ ეშტონს
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში/ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტი
ბატონ შტეფან ფულეს
ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში
22.07.2013
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის
საქართველოს ეროვნული პლატფორმის
მიმართვა
ამ წერილით გვინდა გთხოვოთ გააძლიეროთ თქვენი ძალისხმევა საქართველოში/რეგიონში რუსეთის ფედერაციის პოლიტიკის წინააღმდეგ დააწესოს ახალი, გადაულახავი „საზღვრები” და აღმართოს სხვადასხვა ფორმის ბარიკადები, მავთულხლართები, რკინაბეტონის კონსტრუქციები, კედლები, მიწათხრილები საქართველოს ტერიტორიაზე.
მოგეხსენებათ, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალები საერთაშორისო სამართლისა და ქვეყნის სუვერენული უფლებების უხეში დარღვევით განლაგდნენ საქართველოს ტერიტორიაზე, რის შედეგადაც აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოლქში რჩება ოკუპირებული. აღნიშნულ ტერიტორიებზე განხორციელდა მოსახლეობის ეთნიკური წმენდა, რაც მრავალმა საერთაშორისო ორგანიზაციამ დაადასტურა. რუსეთის ფედერაციის სამხედროები მიზანმიმართულად ამკაცრებენ ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთის რეჟიმს, აგებენ გადაულახავ ზღუდეებს ისე, რომ ჰყოფენ ოჯახებს, კერძო თუ სასოფლო-სათემო საკუთრებას, ხელს უშლიან გადაადგილების თავისუფლებას. ეს პროცესი ისევ გრძელდება და ბოლო თვეების განმავლობაში ინტენსიურ სახეს იძენს. გამყოფი მავთულხლართების მიღმა რჩება სახნავ-სათესი მიწები, სალოცავები და სასაფლაოები, სასმელი და საირიგაციო წყლის ინფრასტრუქტურა და ა.შ. განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს რეპრესიის ფაქტები, რომელსაც განიცდის აქ მცხოვრები მოსახლეობა ეგრეთწოდებული “სასაზღვრო რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში”, რის გამოც დაზარალებულთა შორის ხშირად ხვდებიან მოხუცები და ბავშვები. სამოქალაქოსაზოგადოების მონიტორებმა არაერთხელ დააფიქსირეს მსგავსი ფაქტები.
აღნიშნულის შესახებ ცნობილია ევროკავშირის სამონიტორო მისიისათვის.
ჩვენ მადლიერი ვართ ევროკავშირისა, ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკისათვის, რომლის მიზანია ჩვენი ქვეყნის განვითარების ხელშეწყობა. მხარს ვუჭერთ ევროკავშირის არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკას კონფლიქტური რეგიონების მიმართ. ეს პოლიტიკა გულისხმობს, რომ საქართველოს ევროკავშირთან დაახლოვებისა და თანამშრომლობის სიკეთე ხელმისაწვდომი იყოს კონფლიქტის ზონებში მცხოვრებთათვისაც. რეგიონში რუსეთის ფედერაციის პოლიტიკა სწორედ ჩართულობის პოლიტიკის ხელისშემშლელია. იგი აზარალებს კონფლიქტით გაყოფილ ორივე მხარეს. ახალი, გადაულახავი საზღვრების აგება და სასაზღვრო რეჟიმების შექმნა, არღვევს ნათესაურ კავშირებს, ხელს უშლის კონფლიქტით გაყოფილ მხარეებს შორის საზოგადოებრივ დიალოგს, ვაჭრობას, ჯანდაცვისა თუ საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართვას. ეს პოლიტიკა საზოგადოებაში თესავს მუდმივი საფრთხისა და უკანონო დევნის განცდას, შედეგად საფრთხეს უქმნის სტაბილურობასაც. ეს პროცესი არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ისედაც მძიმე მდგომარეობას როგორც უსაფრთხოების, ისე ჰუმანიტარული თვალსაზრისით. არაფერს ვამბობთ რუსეთის მხრიდან საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის ევროკავშირის მედიატორობით 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა თუ საერთაშორისო სამართლის სხვადასხვა პრინციპების დარღვევების შესახებ. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ევროკავშირს აქვს ხელშესახები ბერკეტები, რათა წინ აღუდგეს რუსეთის ფედერაციის მანკიერ პოლიტიკას საქართველოს ეროვნული პლატფორმის სახელით, მადლობას მოგახსენებთ მხარდაჭერისათვის.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
1. ასოციაცია “მწვანე ალტერნატივა”
2. საქართველოს პრესის ასოციაცია
3. საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია
4. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
5. ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი
6. კონსტიტუციის 42-ე მუხლი
7. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება
8. ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო
9. კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი
10. ენერგოეფექტურობის ფონდი
11. ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია”
12. ფონდი “სამოქალაქო განათლების განვითარების მულტიეთნიკური რესურსცენტრი”
13. იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია “თანხმობა”
14. სკოლა-ოჯახი-საზოგადოება
15. კვლევების ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ხელშემწყობი საერთაშორისო ცენტრი
16. ფერმერთა უფლებების დაცვის ასოციაცია
17. სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბირო
18. ევროპული ინტეგრაციის ფორუმი
19. ევროპული ინიციატივა – ლიბერალური აკადემია თბილისი
20. მეწარმე ქალთა ფონდი
21. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
22. მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის
23. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი
24. გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი
25. კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი “სოხუმი”
26. სამოქალაქო განვითარების ასოცაიცია
27. მდგრადი განვითარების საერთაშორისო ფონდი
28. ადამიანის უფლებათა ცენტრი
29. საზოგადოებრივი დაცველი
30. ასოციაცია „ათინათი”
31. კავკასიური მოზაიკა
32. საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები
33. ციხის საერთაშორისო რეფორმა
34. ენერგოეფექტურობის ცენტრი
35. კავკასიის ეკოლოგია
36. კავკასიის ქალები საუნივერსიტეტო განათლებით
37. კავშირი “ეკოტექი”
38. საერთაშორისო ბიზნესის და ეკონომიკური განვითარების ცენტრი
39. ასოციაცია ევროპული გამოკვლევები საქართველოს ინოვაციური განვითარებისთვის
40. კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის
41. ფონდი ღია საზოგადოება – საქართველო
42. ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტი
43. ჯანმრთელი სამყარო
44. საქართველოს ენერგორესურსების ეფექტურად გამოყენების ასოციაცია
45. ადამიანის უფლებების დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაცია
46. რეპატრიანტთა კავშირი
47. პოლიტიკის ანალაზის ცენტრი
48. კავკასიური სახლი – საქართველო
49. პედაგოგთა კავშირის “განათლება და სამყარო”
50. კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსიტუტი
51. “ადგილის დედა”
52. ახალგაზრდული ალტერნატივა
53. ასოციაცია”ქალი და ბიზნესი”
54. “ახალგაზრდები სამართლიანობისათვის”
55. ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი
56. საერთო სამოქალაქო მოძრაობა “მრავალეროვანი საქართველო”
57. რელიგიათა კვლევის ცენტრი
58. ასოციაცია ,,მწვანე ტალღა”
59. ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი
60. ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი
61. კავშირი მდგრადი განვითარებისათვის ეკოხედვა
62. ასოციაცია “მერკური”
63. ასოციაცია ტოლერანტი
64. კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი