ფონდის ,,ღია საზოგადოება – საქართველო” ეკონომიკური განვითარების პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს შიდა პროექტი “სამხრეთ ოსეთში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა”.
პოექტით გატვალისწინებული სასწავლო კურსი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მცხოვრებმა შვიდმა მონაწილემ გაიარა. ორთვიანი ინტენსიური ტრეინინგი ბიზნეს-საკონსულტაციო ცენტრის ფუნქციონირებას მიეძღვნა. მონაწილეებმა ბიზნეს-საკონსულტაციო ცენტრის შექმნისა და ფუნქციონირების პროექტები შეადგინეს, რომლებშიც დეტალურად აისახა ორგანიზაციის სამომავლო მიზნები, ამოცანები და საქმიანობა.
2007 წლის 1 ოქტომბერს ახალგორში ბიზნესის ხელშემწყობი ცენტრი გაიხსნა. ცენტრის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგორში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას.
ცენტრში ჩატარდება ტრენინგები შემდეგ საკითხებზე: ბიზნეს-დაგეგმარება; ბიზნეს გეგმის შედგენის საფუძვლები; ლეგალური საკითხები; გადასახადები საქართველოში;
მარკეტინგი; ფინანსური დაგეგმარება; კრედიტის მიღება; ბიზნეს გეგმის შედგენა.
ახალგორის ბიზნესის ხელშემწყობი ცენტრი ადგილობრივ მოსახლეობას სთავაზობს ბიზნეს-კონსულტაციებს დამწყები მეწარმეებისათვის;
ინფორმაციის მიწოდებას თანამედროვე ბიზნეს-ტექნოლოგიებსა და ტექნიკურ საშუალებებზე.
ბიზნეს-ცენტრი აღჭურვილია უახლესი ტექნიკითა და ინტერნეტით. აქ ადგილობრივ ფერმერებს შესაძლებლობა ექნებათ მოიძიონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია.ბიზნესის ხელშემწყობი ცენტრის დამფუძნებლებს დაგეგმილი აქვთ ახალი ტიპის ტრენინგ-მოდულების შემუშავება, კერძოდ, სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგში. ცენტრის თანამშრომლები შეისწავლიან ადგილობრივი მეწარმეების და სოფლის მეურნეობის სექტორიში არსებულ ძირითად პრობლემებს და შეიმუშავებენ მათი დაძლევის გზებს. კვლევა ასევე მოიცავს ვააჭრობისა და მომსახურების სფეროს.
ბიზნეს-ცენტრი ხელს შეუწყობს რეგიონში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებს ბიზნეს-პროექტების განხორციელებაში.