ახალი ბიბლიოთეკა ფონდის ”ღია საზოგადოება-საქართველო” ოფისში

25.01.2010

 

 

ფონდის “ღია საზოგადოება-საქართველო” ოფისში 17 ნოემბრიდან ახალმა ბიბლიოთეკამ დაიწყო ფუნქციონირება, რომელიც დაინტერესებულ მკითხველს საშუალებას მისცემს,  გაეცნოს უახლეს ლიტერატურას სოციო-პოლიტიკურ, იურიდიულ და სამედიცინო თემებზე.
 
ბიბლიოთეკა მოიცავს ათასამდე სხვადასხვა თემატიკის წიგნს. ლიტერატურის ძირითადი რაოდენობა პოლიტიკურ-სოციალური თემატიკისაა და განსაკუთრებით საინტერესოა სოციალური მეცნიერებებით დაინტერესებულ პირთათვის. გარდა ამისა, ბიბლიოთეკა საკმაოდ მდიდარია იურიდიულ და სამედიცინო სეგმენტში მომუშავე პირებისთვის  საჭირო ლიტერატურითაც. ბიბლიოთეკაში ასევე მოიპოვება უახლესი დროის გამოცემები,  სოციოლოგიური და პოლიტოლოგიური ნაშრომები, მხატვრული ლიტერატურა. ლიტერატურის ძირითადი ნაწილი  ქართულ,  ინგლისურ და რუსულ ენებზეა.

ამჟამად არსებული ლიტერატურის მოძიება შესაძლებელია საგანგებოდ ბიბლიოთეკისთვის შექმნილი ელექტრონული  კატალოგის მეშვეობით.

ვახტანგ კობალაძე
სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამა