ახალი გზამკვლევი ადამიანის უფლებებზე ჯანდაცვაში

05.05.2014

გამოქვეყნდა გზამკვლევი ჯანმრთელობისა და ადამიანის უფლებათა საკითხებზე. 

ეს არის 744 გვერდიანი გამოცემა, რომელიც მომხმარებელთა ფართო წრისთვისაა განკუთვნილი. განსაკუთრებით საინტერესო კი ჯანდაცვის სპეციალისტებისა და იურისტებისათვისაა. გზამკვლევის თავები ეთმობა ადამიანის უფლებების საკითხებს, როგორიცაა პაციენტზე მზრუნველობა,  პალიატიურ პაციენტთა უფლებები, აივ/შიდსით, ტუბერკულოზით ინფიცირებულთა უფლებები, შეზღუდული შესაძლებლობები და მათი ჯანმრთელობის უფლებები და სხვა უმცირესობათა ჯანმრთელობის საკითხები.

გზამკვლევის გამოყენება შესაძლებელია როგორც თემატური და სასწავლო კურსების შესამუშავებლად, ასევე ჯანდაცვასთან დაკავშირებული სარჩელების მოსამზადებლად და სტრატეგიული სამართალწარმოების განსახორციელებლად.

წიგნი მოამზადა ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველოს’ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროგრამამ, რომლის სტრატეგიულ პრიორიტეტად 2014 წელსაც დარჩა მარგინალური ჯგუფების ჯანმრთელობისა  და ადამიანის უფლებების დაცვის ხელშეწყობა. პროგრამა აქტიურად იმუშავებს  მარგინალური ჯგუფების ჯანდაცვის მექანიზმის ამოქმედებაზე, ჯანდაცვის სისტემაში მათი დისკრიმინაციის დაძლევისდა სათემო მომსახურების მოდელების გაძლიერებაზე, ასევე უზრუნველყოფს  გადაწყვეტილების მიღების პროცესში მარგინალური ჯგუფების მონაწილეობას.

წიგნის ონლაი ვერსია ამავე ვებგვერდზე გამოქვეყნდება 8 მაისს. 

ნახეთ ფოტოგალერეა.