ახალგაზრდა ფსიქოლოგთა და ექიმთა ასოციაცია ,,ქსენონმა” ფონდ ,,ღია საზოგადოება – საქართველოს” ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით ქართულ ენაზე თარგმნა და დაბეჭდა ცნობილი ავსტრალიელი ექსპერტის დეივ ბაროუზის წიგნი ,,ნემსებისა და შპრიცების პროგრამები და მათი მართვა”.
აქამდე ხელმისაწვდომი იყო აღნიშნული სახელმძღვანელოს მხოლოდ ინგლისურ და რუსულენოვანი ვერსიები.
სახელმძღვანელო, რომელიც განკუთვნილია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების ზიანის შემცირების პროგრამების პერსონალისათვის (ექიმები, ფსიქოლოგები, იურისტები, სოციალური მუშაკები) ხელს შეუწყობს ნემსებისა და შჵრიცების პროგრამების ეფექტურ განხორციელებასა და მართვას.