ფონდმა „ღია საზოგადოება – საქართველომ“ ინგლისურიდან ქართულად თარგმნა და გამოსცა ‘ადვოკატირების გზამკვლევი სამოქალაქო საზოგადოებისათვის: ევროკავშირში გადაწყვეტილებების მიღების პროცესი და ადვოკატირება‘. პუბლიკაცია მომზადდა ღია საზოგადოების ფონდების ადგილობრივი მმართველობის და საჯარო სექტორის რეფორმის ინიციატივის ფარგლებში.
პუბლიკაციაში აღწერილია ის ძირითადი საკითხები, რომელიც უკავშირდება ევროკავშირის ინსტიტუტების მუშაობას და მათ როლს გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მასში ასევე განხილულია საკანონმდებლო პროცედურები, საჯარო პოლიტიკის შემუშავების პროცესი, ადვოკატირების განხორციელების შესაძლებლობები და შესაძლო შედეგები.
წარმოდგენილი პუბლიკაცია დაეხმარება სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს ევროკავშირის ინსტიტუტებთან მუშაობის პროცესში.
ნახეთ პუბლიკაცია.