უკანასკნელი წლების განმავლობაში ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებმა უფრო ნათლად წარმოაჩინა ამ სფეროში ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული პრობლემები.
სხვადასხვა პროექტების განხორციელებით, „კანონის, მედიისა და ჯანმრთელობის” მიმართულება ორიენტირებულია ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებების დაცვას ჯანმრთელობის დაცვის სფეროში, განსაკუთრებით კი მარგინალური ჯგუფების უფლებების დაცვას.
2011 წელს გამოიცა სახელმძღვანელო იურისტებისთვის “ადამიანის უფლებები ჯანმრთელობის დაცვის სფეროში”. მოცემული ბროშურები წარმოადგენს სახელმძღვანელოს ერთერთი თავის ადაპტირებულ ვერსიას პაციენტებისთვის და იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც სურთ ინფორმაციის მიღება საკუთარი უფლებების შესახებ პალიატიური მზრუნველობის და აივ ინფექცია/შიდსის სფეროში.
პალიატიური მზრუნველობა და ადამიანის უფლებები
აივ ინფექცია/შიდსი და ადამიანის უფლებები