2008 წლის 13 მარტს მიუსაფარ ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრში “მომავლის სახლი”, ფონდის “ღია საზოგადოება – საქართველო” ინტეგრაციისა და სამოქალაქო განათლების პროგრამის მიერ პროექტისათვის – “ბერილუსი” * გაცემული გრანტის ფარგლებში, დაიდგა სპექტაკლი “სუფრის ზღაპარი”. სპექტაკლში მონაწილეობდნენ “მომავლის სახლის” აღსაზრდელები. სპექტაკლის შემდეგ კი გაიმართა კონცერტი, რომელშიც, გარდა “მომავლის სახლის” აღსაზრდელებისა, მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სხვა ბავშვთა სახლების მოზარდებმა.
კონცერტის შემდეგ გაიმართა მონაწილეთა დაჯილდოების ცერემონია. პროექტის ფარგლებში “მომავლის სახლში” შექმნილია სხვადასხვა კლუბი, სადაც ბავშვები ეუფლებიან ფოტოგრაფიას, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს, თანამედროვე ცეკვებს. სწორედ კლუბებში ათვისებული ხელოვნება იქნა წარმოდგენილი კონცერტსა და “მომავლის სახლში” გამართულ ფოტოგამოფენაზე.
კონცერტის შემდეგ მოზარდებმა თავად უმანსპინძლეს სტუმრებს, რაც წარმოადგენდა იმის დემონსტრირებას, რომ ისინი არ წარმოადგენენ მხოლოდ დახმარების მიმღებებს და მზად არიან, აქტიური როლი ითამაშონ სხვათა დახმარებაშიც. კლუბებში, რომლებიც ფუნქციონირებს “მომავლის სახლში”, თვითონ ამ სახლის აღსაზრდელები არიან აქტიურად ჩაბმულნი როგორც ინსტრუქტორები და ლიდერები, რათა სხვა ბავშვთა სახლებიდან მისულ მოზარდებს, ისევე როგორც განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვთა სკოლების აღსაზრდელებს, გაუზიარონ ახლადშეძენილი ცოდნა და უნარ-ჩვევები.
*პროექტის სახელწოდება – ”Beryllus” გამადიდებელი შუშის ლათინური სახელწოდებაა. თეოლოგ ნიკოლაუს კუზელს ბერილუსი გამოყენებული აქვს როგორც შემეცნების საშუალების მეტაფორა. გიგა ზედანია
ფონდის “ღია საზოგადოება-საქართველო”
ინტეგრაციისა და სამოქალაქო განათლების პროგრამის სამოქალაქო განათლების მიმართულების კოოედინატორი