21 სექტემბერს, პარასკევს, 15:00 საათზე, სასტუმრო ,,თბილისი მარიოტში” ,,მემო 98” და ,,საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია” შეაფასებენ უკანასკნელი სამი დღის მანძილზე ქართული მედიასაშუალებების მიერ პატიმართა წამების ამსახველი ვიდეომასალის გაშუქებას და ასევე წარმოადგენენ ტელეარხების წინასაარჩევნო მონიტორინგის მესამე ეტაპის შედეგებს.
პრეზენტაციის შემდეგ შედგება დისკუსია, რომელშიც ჩაერთვებიან უცხოელი მედიაექსპერტები ბაქერ მოინი და მარეკ მრაჩკა.
პროექტი ხორციელდება ფონდის „ღია საზოგადოება-საქართველო” მხარდაჭერით.