გამოიცა პუბლიკაცია “მოპოვებითი მრეწველობის გამჭვირვალობის ინიციატივის გაფართოება ნავთობპროდუქტების ტრანზიტის სფეროზე”

27.01.2010

 

ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს შიდა პროექტის “შემოსავლების მეთვალყურეობა” ფარგლებში გამოიცა პუბლიკაცია “მოპოვებითი მრეწველობის გამჭვირვალობის ინიციატივის გაფართოება ნავთობპროდუქტების ტრანზიტის სფეროზე”. აღნიშნულ პუბლიკაციაში მიმოხილულია ნავთობპროდუქტების ტრანზიტის მნიშვნელობა საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანისა და ყაზახეთისათვის.  

ნავთობისა და გაზის ტრანზიტი გაანალიზებულია პოლიტიკურ და ეკონომიკურ ჭრილში. საკითხი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირება პოლიტიკურ იარაღად გამოიყენება მთელ რიგ ქვეყნებში.

აქედან გამომდინარე აუცილებელია ამ სექტორში  გამჭვირვალობის პრინციპების დანერგვა.

 

(ანგარიში გამოიცა ინგლისურ ენაზე) ჩამოტვირთეთ.

 

ირინა ლაშხი
კანონის უზენაესობისა და საჯარო ადმინისტრირების პროგრამა (ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიმართულება)