განახლებული საჯარო ინფორმაციის პორტალის opendata.ge-ის პრეზენტაცია

25.02.2014

27 თებერვალს, ხუთშაბათს, 12 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში” (მის: რუსთაველის 13) განახლებული opendata.ge-ის პრეზენტაცია გაიმართება.

opendata.ge – ეს არის საჯარო ინფორმაციის ყველაზე მოცულობითი ონლაინ ბაზა საქართველოში. შექმნის დღიდან, პორტალმა გააერთიანა 110 ათასზე მეტი საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა, ხოლო ვიზიტორთა რაოდენობამ 100 ათასს გადააჭარბა.

ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ ინიციატივით, opendata.ge გარდაიქმნა საჯარო ინფორმაციაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ერთაინ პორტალად.

პრეზენტაციას დაესწრებიან: ქეთი ხუციშვილი (ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველო”), ლევან ავალიშვილი (ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი IDFI), კახა კოჟორიძე (საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია), ეკა გიგაური (საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო), მანანა ქოჩლაძე (ასოციაცია მწვანე ალტერნატივა)

###

საკონტაქტო პირი პრესისთვის: გვანცა კიკალიშვილი, მობ: 599 799 646, gvantsa@csf.ge