კლუბმა „ფრონტლაინ ჯორჯია” ახალ მისამართზე – ლ. ასათიანის 62-ში მუშაობა დაიწყო. კლუბი 29 ნოემბერს 7 საათზე ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს” მხარდაჭერით გაიხსნა, მის მენეჯმენტს კი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) განახორციელებს.
კლუბი ღია იქნება ყველა დაინტერესებული პირისთვის, აქ მოეწყობა საჯარო შეხვედრები და დისკუსიები, შესაძლებელი იქნება საზოგადოებისთვის საინტერესო თემებზე არაფორმალურ გარემოში საუბარი.
ფრონტლაინ კლუბი იქნება ჟურნალისტების, ბლოგერების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების და სამოქალაქო აქტივისტების თავშეყრის ადგილი, როგორც ეს მსოფლიოს სხავდასხვა ქალაქის ფრონტლაინ კლუბში ხდება.
კლუბის გახსნას ესწრებოდნენ ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს” დირექტორი ქეთი ხუციშვილი, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) რექტორი მარინა იოსელიანი და ფონდ ღია საზოგადოების ლონდონის ოფისის წარმომადგენელი მარი სტრატერსი.
„ფრონტლაინ ჯორჯია” მჭიდროდ თანამშრომლობს ლონდონის მედია „ფრონტლაინ კლუბთან”, რომელსაც არაერთ ქვეყანაში აქვს ფილიალი.
ფრონტლაინ კლუბმა 29 ნოემბერს თბილისის მედიაკონფერენცია 2013-ს უმასპინძლა.
მედიაგაშუქებება
Media. Ge – „ფრონტლაინ კლუბი” მეორედ გაიხსნა, 29 ნოემბერი, 2013 წლის
მაესტრო 24 – ,ახალი ამბები 12 საათზე, 30 ნოემბერი, 2013