განვითარების პროექტებით გამოწვეული იძულებითი განსახლება

14.12.2012

26 ნოემბერს, ასოციაცია „მწვანე ალტერნატივამ “წარმოადგინა ანგარიში  „განვითარების პროექტებით გამოწვეული იძულებითი განსახლება: თანამედროვე მიდგომები და საქართველოს გამოწვევები”.

ანგარიში ეხება განვითარების პროექტებით (გზის მშენებლობა, სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული ობიექტების მოწყობა და ა.შ.) გამოწვეულ იძულებით განსახლებას, როცა ადამიანები კარგავენ სახლ-კარს, მიწას, შემოსავლის წყაროს და ა.შ. საქართველოში ძალიან ხშირია იძულებითი განსახლების შემთხვევები, როდესაც მოქალაქეებს ერთმევათ არა მხოლოთ საკუთრება, არამედ რჩებიან ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე. საქართველოში არ არსებობს ერთიანი მიდგომა და სტრატეგია, თუ როგორ უნდა მოხდეს განსახლება, ისე, რომ არ დაზარალდნენ მოქალაქეები და მიეცეთ ადეკვატური საცხოვრისი ან ანაზღაურება.

კვლევაში ასევე გაანალიზებულია საერთაშორისო ორგანიზაციების სტანდარტები განსახლების საკითხებზე. „მწვანე ალტერნატივა” მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, შეიმუშავოს სახელმწიფო პოლიტიკა იძულებითი განსახლების სფეროში, რომელიც შესაბამისობაში იქნება საერთაშორისო სტანდარტებთა და მაქსიმალურად უზრუნველყოფს მოქალაქეთა საკუთრების უფლების დაცვას.

ანგარიში მომზადდა ფონდი „ღია საზოგადოება -საქართველოს” დაფინანსებული კოალიციური პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანია საქართველოში საკუთრების უფლების დაცვის უზრუნველყოფა.

ანგარიში სრულად.