”გორის რესურს-ცენტრი დევნილებისათვის” – პრეზენტაცია

26.01.2010

 

 

 

პროექტს ახორციელებს ასოციაცია “ბილიკი”, რომელიც 1997 წლიდან ფუნქციონირებს და ხელს უწყობს მოზარდთა შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზაციას, ოჯახის დამხმარე მომსახურების გაწევას სოციალურად დაუცველი და ქუჩის ბავშვებისათვის, მათი ფიზიკური, შემეცნებითი და ფსიქოლოგიური კეთილდღეობისათვის.
ფონდის ფინანსური მხარდაჭერით შექმნილი რესურს-ცენტრის მიზანია 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შედეგად დევნილი მოზარდების სამოქალაქო განათლების დონის ამაღლების ხელშეწყობა და მათი ინტეგრაცია ადგილობრივ საზოგადოებაში.

პროექტი ათი თვის მანძილზე გაგრძელდება და მის ფარგლებში გორში მცხოვრები 14-დან 18 წლამდე ასაკის დევნილი მოზარდები სხვადასხვა აქტივობებში იქნებიან ჩართულნი.

მათ ჩაუტარდებათ ტრენინგები შემდეგ თემებზე:

  • ბავშვთა უფლებები
  • ლიდერობა
  • როგორ დავიწყოთ საკუთარი მცირე ბიზნესი
  • წარმატებული ურთიერთობები და კონფლიქტების მართვა
  • მოხალისეობა.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მოზარდთა შეხვედრები საინტერესო ადამიანებთან, ასევე  საუბრები სხვადასხვა აქტუალურ თემებზე, რომლებიც ჩატარდება მოხალისე ახალგაზრდების ხელმძღვანელობით. პროექტში ჩართული მოზარდები ისარგებლებენ რესურს-ცენტრში განთავსებული ბიბლიოთეკით და კომპიუტერული ცენტრით. დაგეგმილია ასევე აქციები და გასვლითი ღონისძიებები საზოგადოება “ბილიკის” ბავშვთა კლუბების წევრებთან ერთად.

 

თამარ წერეთელი
სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამა