2011 წლის აგვისტოს თვიდან, ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველოს” საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიმართულების ფარგლებში, ჯანდაცვის ექსპერტმა დავით გზირიშვილმა, სამუშაო ჯგუფთან ერთად (ი. ანთაძე, გ. მარგველაშვილი, ა. გამყრელიძე, დ. ხეჩინაშვილი, ი.სასანია, ა. კვიტაშვილი, ა. ზოიძე, დ. ოქროპირიძე) დაიწყო მუშაობა დოკუმენტზე: „დამოუკიდებელი საქართველო – სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის რეფორმები – ანალიტიკური მიმოხილვა”.
ანალიტიკური მიმოხილვა განკუთვნილია ფართო აუდიტორიისათვის, ვისაც აინტერესებს იპოვოს პასუხი კითხვაზე: „რა ვითარებაა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში”.
24 დეკემბერს, სასტუმრო „შერატონში” გამართული შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა მომზადებული დოკუმენტის შეფასება (ჩანაფიქრისა და ნამუშევრის შესაბამისობის ხარისხის დადგენა) და დოკუმენტის დასასრულებლად მიმოხილვის შეჯამების (ანალიზის) დასაბუთებულობისა და აღქმადობის განხილვა.
შეხვედრის დროს განხილულ იქნა მოვლენათა ქრონოლოგია, სისტემის გამართულობა, თანმიმდევრულობა და დოკუმენტის ობიექტურობა.
ანალიტიკური მიმოხილვის სრული ვერსია საზოგადოებისთვის 2012 წლის თებერვილის თვეში გახდება ხელმისაწვდომი.