ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველოს” სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამა 2013 წლის აპრილიდან ახორციელებდა ტრენინგების ციკლს ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის.
პროექტი ხორციელდებოდა ცვლილებისა და კონფლიქტის მართვის ცენტრ „პარტნიორები – საქართველოსთან” თანამშრომლობით და მისი მიზანი ეთნიკურ უმცირესობათა არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობების განვითარება იყო.
პროექტის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგები და თემატური სემინარები, რომელთა მეშვეობით ორგანიზაციებს გადაეცათ თეორიული ცოდნა და არასამთავრობო ორგანიზაციების ეფექტურად მართვის და წარმატებული საქმიანობისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები.
პროგრამა რამდენიმე ეტაპისგან შედგებოდა. პირველ ეტაპზე განხორციელდა შემდეგი ღონისძიებები:
1. სტრატეგიული დაგეგმვის ორდღიანი ტრენინგი (2013 წლის 9–10 ივლისი)
ტრენინგ კურსის მიზანი იყო მონაწილეთათვის სტრატეგიული დაგეგმვის მნიშვნელოვნების განმარტება და თავად პროცესის საკვანძო ეტაპების მიმოხილვა; ასევე, დაგეგმვისათვის საჭირო რამოდენიმე მეთოდის გაცნობა და გავარჯიშება.
2. სამოქალაქო ინტერესების დაცვის (ადვოკატირების) ოთხდღანი ტრენინგი (2013 წლის 23–26 ივლისი)
ტრენინგი მიზნად ისახავდა სამოქალაქო ინტერესების დაცვის პროცესის არსის გაცნობიერებას და იმ ფაქტორების განხილვას, რომელიც განსაზღვრავს ასეთი ტიპის საქმინობის შესაძელობლობას და ეფექტურობას.
3. სახსრების მოძიების და საპროექტო განაცხადის მომზადების სამდღიანი ტრენინგი (2013 წლის 17–19 სექტემბერი)
ტრენინგ კურსის მიზანი იყო მონაწილეთათვის პროექტის დაგეგმვის საკვანძო ეტაპების გაცნობა, პროექტის ლოგიკის შემუშავებისათვის საჭირო პრაქტიკული მეთოდების გავარჯიშება და პროექტის განაცხადის სტანდარტული ფორმის მიმიხლვა.
4. ორგანიზაციული მართვის უნარ–ჩვევების ოთხდღიანი ტრენინგი (2013 წლის 1–4 ოქტომბერი).
ოთხდღიანი ტრენინგი მიზნად ისახავდა გაეცნო მონაწილეებისთვის ეფექტური მართვის სხვადასხვა ინსტრუმენტები და გაევარჯიშებინა მათში ის უნარ-ჩვევები, რაც აუცილებელია ამ ინსტრუმენტების პრაქტიკაში გამოსაყენებლად.
პროგრამის მეორე ეტაპზე, 26-27 ნოემბერს გაიმართა ორდღიანი სემინარი შემდეგ საკითხებზე:
მოხსენებები გააკეთეს ვახუშტი მენაბდემ, დავით ლოსაბერიძემ, შალვა ტაბატაძე, მამუკა კომახია და ალექსანდრე სვანიძე.
ტრენინგში მონაწილეობდნენ ეთნიკურ უმცირესობათა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და აგრეთვე, იმ ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც მუშაობენ ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ თემატიკაზე, ტრენინგს დაესწრო 60-მდე მონაწილე.
აღსანიშნავია, რომ ბოლოდროინდელი კვლევების მიხედვით, ეთნიკურ უმცირესობათა არასამთავრობო ორგანიზაციები მწვავედ განიცდიან გამოცდილი კადრების დეფიცტს. პროფესიული განვითარება ძირითადად უფასო სემინარებსა და ტრენიგებზე დასწრების საშუალებით ხდება. შეზღუდული ფინანსური რესურსების გამო, ფასიან ტრენინგზე თანამშრომლების გაგზავნა ორგანიზაციათა მხოლოდ მცირე ნაწილს შეუძლია (მით უფრო რეგიონულ ორგანიზაციებს). ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველოს” სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამის დახმარებით მათ მოახერხეს თბილისში სემინარებზე დასწრება.
სამოქალაქო ინტერესების დაცვის ტრენინგი…
სახსრების მოძიების და საპროექტო განაცხადის მომზადების ტრენინგი…
ორგანიზაციული მართვის უნარ-ჩვევების ტრენინგი…
ტრენინგები ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის…