დისკუსია უმაღლესი განათლების საკითხებზე

09.10.2014

10 ოქტომბერს 14 საათზე ილიას უნივერსიტეტში („ენციკლოპედიის შენობა”, G106) გაიმართება დისკუსია უმაღლესი განათლების საკითხებზე: უმაღლესი განათლების დაფინანსება და ხელმისაწვდომობა და ხარისხის უზრუნველყოფა და კვლევები.

მოხსენებებს გააკეთებენ წარმომადგენლები უნივერსიტეტებიდან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან და გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრიდან.

დისკუსიის ორგანიზატორები არიან ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო” და ფონდი “საერთაშორისო განათლების ცენტრი”.

ნახეთ დეტალური დღის წესრიგი.