30 სექტემბერს თბილისი მარიოტში გამართულ კონფერენციაზე „ევრაზიული კავშირის საფრთხეები ევროინტეგრაციის გზაზე” არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაავრცელეს განცხადება, რომელიც პასუხობს რუსეთის გაძლიერებულ ზეწოლას აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებზე, რაც განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა ვილნიუსის სამიტის მოახლოებასთან ერთად.
კონფერენციის მონაწილეებმა შეაფასეს საქართველოს საგარეო პოლიტიკის კურსი და იმსჯელეს რუსეთის ზეწოლის თავიდან აცილების საშუალებებზე.
ამ ზეწოლის შედეგად სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა მოულოდნელი უარი განაცხადა ევროკავშირთან დაახლოებაზე და რუსეთის მიერ ინიცირებულ საბაჟო კავშირთან მიერთების გადაწყვეტილება მიიღო. ევროკომისარ შტეფან ფულეს განცხადებით, საბაჟო კავშირში გაწევრიანება თავსებადი არ არის ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებასთან. აშკარა ხდება, რომ აღმოსავლეთის პარტნიორობის თითოეულ ქვეყანას მოუწევს არჩევანის გაკეთება ევრაზიის საბაჟო კავშირთან მიერთებასა და ევროკავშირთან დაახლოებას შორის.
განცხადებას 60-მდე არასამთავრობო ორგანიზაციამ მოაწერა ხელი.
გთავაზობთ ტექსტს უცვლელად:
30 სექტემბერი, 2013
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა მიესალმება იმ ისტორიული მნიშვნელობის პერსპექტივებს, რომლებიც უკავშირდება 2013 წლის ვილნიუსის სამიტზე მოლდოვას, საქართველოსა და უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას ან მის პარაფირებას.
ჩვენ ასევე მივესალმებით საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის დაჩქარების შესაძლებლობებს, რაც ამას წინათ გაჟღერდა საქართველოს და ევროკავშირის უმაღლეს ოფიციალურ პირთა მიერ. აღნიშნული გააღრმავებს საქართველოს ურთიერთობებს ევროკავშირთან და გასცდება მხოლოდ ეკონომიკური სარგებლის მომტან ფორმატს, უზრუნველყოფს რა ეფექტურ სვლას სტაბილური და დემოკრატიული პოლიტიკური სისტემისა და ინსტიტუტების შექმნისკენ და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისკენ.
თუმცა, ჩვენ შეშფოთებას გამოვთქვამთ იმ უწყვეტი პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის გამო, რასაც რუსეთის ფედერაცია ახორციელებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მისამართით, რაც დადასტურდა სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის მოულოდნელი გადაწყვეტილებით რუსეთის მიერ ინიცირებულ ევრაზიულ საბაჟო კავშირთან მიერთების შესახებ და მუდმივი განცხადებებით იმის თაობაზე, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის პროექტი და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შექმნის შესახებ შეთანხმება ურთიერთთავსებადია. რუსეთის სამხედრო შენაერთების ქმედებები ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე, რაც ოჯახებისა თუ კერძო და საერთო მეურნეობათა გამყოფი, დაუძლეველი ბარიერების აგებაში გამოიხატება, რაც აბრკოლებს გადაადგილების თავისუფლებას და რამაც განსაკუთრებით ინტენსიური ხასიათი მიიღო 2013 წლის მაისიდან, რუსეთის მიერ საქართველოზე განხორციელებული ზეწოლის მკაფიო მაგალითია.
ევროკომისრის შტეფან ფულეს განცხადების კვალდაკვალ, ჩვენ ვაცხადებთ, რომ „მიუღებელია რუსეთის მხრიდან ნებისმიერი მუქარა ევროკავშირთან შეთანხმებების შესაძლო ხელმოწერასთან დაკავშირებით” და რუსეთმა პატივი უნდა სცეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სუვერენულ გადაწყვეტილებებს.
საქართველოს თვალდახედვით, საკითხი ეხება არა მხოლოდ ასოცირების/ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებებს, არამედ ზოგადად, რუსეთის მცდელობებს, შეაფერხოს საქართველოს ევროპასთან დაახლოვების პროცესი, რაც მიმართულია კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების დაცვის, კორუფციასთან ბრძოლის, დემოკრატიული ინსტიტუტების შენების და საქართველოში (აფხაზეთსა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონში) კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების ხელშეწყობისკენ. ამდენად, პრობლემა უფრო ღრმაა, ვიდრე მხოლოდ ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა და უკავშირდება საქართველოს გრძელვადიანი უსაფრთხოების საკითხს. ქართველმა ხალხმა მოიპოვა ევროპული მომავლის უფლება და სურს სრულად განთავისუფლდეს საბჭოთა წარსულისგან.
მეორე მხრივ, რუსეთის ფედერაციის მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ევრაზიულ საბაჟო კავშირში გაწევრიანების მიზანი არ ემყარება დემოკრატიულ ფასეულობებსა და პირობებს და ამდენად, არ შეიძლება ჩაითვალოს წამახალისებელ სტიმულად ქვეყანაში რეფორმების განხორციელებისთვის.
საქართველოს ეროვნული პლატფრომა სოლიდარობას უცხადებს სომხეთის ეროვნულ პლატფრომას და გამოთქვამს იმედს, რომ რერთობლივი მცდელობებით ჩვენ შევძლებთ სომხეთის რესპუბლიკისთვის ევროპული პერსპეტივის დაბრუნებას.
ამავდროულად, ჩვენ მოვუწოდებთ:
ხელმომწერი ორგანიზაციები:
1. ასოციაცია “მწვანე ალტერნატივა”
2. ფონდი ღია საზოგადოება საქართველო
3. ლიბერალური აკადემია თბილისი
4. საქართველოს პრესის ასოციაცია
5. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
6. ფრიდრიხ ებერტის ფონდი
7. საზოგადოებრივი დამცველი
8. ჯანმრთელი სამყარო
9. სტუდია „რე”
10. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი
11. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
12. გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი
13. იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა”
14. კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი
15. მოძრაობა “ახალგაზრდული ალტერნატივა”
16. თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი
17. ახალგაზრდული ასოციაცია “დრონი”
18. ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო
19. ენერგოეფექტურობის ფონდი
20. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი
21. ევროპული ინტეგრაციის ფორუმი
22. ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო
23. ფონდი “კავკასიის ეკოლოგია”
24. ასოციაცია „დეა”
25. ასოციაცია „ქალი და ბიზნესი”
26. ასოციაცია „ევროპული გამოკვლევები საქართველოს ინოვაციური განვითარებისთვის”
27. საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოცაიცია
28. მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის
29. მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი
30. კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი
31. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
32. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
33. სამოქალაქო განათლების განვითარების მულტიეთნიკური რესურსცენტრი
34. ორგანიზაცია “რეპატრიანტთა კავშირი”
35. პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი
36. მეწარმე ქალთა ფონდი
37. საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია
38. ბიოლოგიურ მეცნიერებათა ასოციაცია “ელკანა”
39. ასოციაცია „ათინათი”
40. ფონდი „სოხუმი”
41. საქართველოს მწვანეთა მოძრაობა
42. ასოციაცია „ტოლერანტი:
43. ფერმერთა უფლებების დაცვის ასოციაცია
44. ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეის საქართველოს ეროვნული კომიტეტი
45. პედაგოგთა კავშირი “განათლება და სამყარო”
46. სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბირო
47. ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია”
48. ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაცია
49. ასოციაცია „სკოლა-ოჯახი-საზოგადოება”
50. კავკასიური სახლი საქართველო
51. (საერთაშორისო ბიზნესის და ეკონომიკური განვითარების ცენტრი
52. კავკასიური მოზაიკა
53. საერთო სამოქალაქო მოძრაობა “მრავალეროვანი საქართველო”
54. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება
55. მწვანე ტალღა
ნახეთ მედია:
თოქ შოუ ‘ცხელი ხაზი’, ტვ კავკასია
პირველი არხი
რუსთავი 2, კურიერი 15:00საათი
რუსთავი 2, კურიერი 12:00 საათი, პირდაპირი ჩართვა