22 ნოემბერს აღმოსავლეთ პარტნიორობის, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისა და პოლონეთის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ქართველ კოლეგებთან ერთად ევროკავშირთან ვიზის ლიბერალიზაციის საკითხებზე იმსჯელეს.
შეხვედრა სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში” გაიმართა.
შეხვედრაზე განიხილეს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა და ის გამოცდილება, რომელიც, ამ მიმართულებით დააგროვეს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებმა. კოალიციამ, რომელიც აერთიანებს ორგანიზაციებს პოლონეთიდან, უკრაინიდან, მოლდოვადან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და საქართველოდან განიხილა ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მონიტორინგის საკითხი და იმსჯელა კოალიციის სტრატეგიაზე.
ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმას საქართველოს მთავრობას 2012 წლის დეკემბრის დასაწყისში გადასცემს ევროკომისარი შინაგან საქმეთა საკითხებში სესილია მალსტრომი.
სამოქმედო გეგმა უკვე გადაცემული აქვს მოლდოვას და უკრაინას. ამ ორი ქვეყნის არასამთავრობო ორგანიზაციები უკვე ახორციელებენ აღნიშნული დოკუმენტის მონიტორინგს. შეხვედრაზე სწორედ ამ სამოქმედო გეგმის მონიტორინგის ეფექტურ მეთოდებზე იყო საუბარი.
შეხვედრის შედეგად შემუშავდება მოკლე ანალიტიკური დოკუმენტი, ეგრეთ წოდებული Policy Brief.
ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგს კოალიცია საქართველოსთვის გადაცემისთანავე გეგმავს.
სამოქმედო გეგმის საქართველოსთვის გადაცემა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის გზაზე მნიშვნელოვან ნაბიჯად მიიჩნევა.
მეცხრე არხი
რუსთავი 2
კავკასია