ელექტრონული გამჭვირვალობა საქართველოში

25.02.2011

თემა:  ახალი წიგნის  – „ელექტრონული გამჭვირვალობა საქართველოში”   პრეზენტაცია

ორგანიზატორი: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“, ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველო

დრო: 28 თებერვალი, 3:00სთ

ადგილი: ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” ოფისი

28 თებერვალს, 3:00სთ-ზე ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” საკონფერენციო დარბაზში „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი” წიგნის – „ელექტრონული გამჭვირვალობა საქართველოში”   პრეზენტაციას გამართავს.

წიგნი ეხება ელექტრონული მმართველობის და ელექტრონული გამჭვირვალობის განვითარების ტენდენციებს საქართველოში და მსოფლიოში, ასევე ინსტიტუტის მიერ განხორციელებული საჯარო დაწესებულებების ოფიციალური ვებ-გვერდების ელექტრონული გამჭვირვალობის ხარისხის მონიტორინგის შედეგებს.

დამსწრე საზოგადოება, ასევე, გაეცნობა „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” კიდევ ერთ გამოცემას, რომელიც ეხება საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას.

პრეზენტაციაზე მოწვეულნი არიან საჯარო დაწესებულებების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის და მედიის წარმომადგენლები.

წიგნი ღია საზოგადოების ინსტიტუტის (Open Society Institute) და ეროვნული უსაფრთხოების არქივის (The National Security Archive) მიერ დაფინანსებული პროექტის „საქართველოს საჯარო დაწესებულებების  საინფორმაციო  რესურსების მონიტორინგი” ფარგლეში გამოიცა.

###

ნახეთ 2010 წლის 6 დეკემბრის ინფორმაცია ინტერნეტ პორტალის www.opendata.ge-ის შესახებ, რომელიც ფონდის დაფინანსებული პროექტის ”საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა” ფარგლებში შეიქმნა.ვებ გვერდზე განთავსებულია ინფორმაცია სამინისტროების ბიუჯეტების და სარეზერვო ფონდების, სამინისტროების მიხედვით სახელფასო ფონდების, მინისტრებისა და სხვა სახელმწიფო მოხელეთა პრემიების შესახებ.