ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა გამოსცა ახალი ანგარიში სახელწოდებით „ელიტური კორუფციისა და ბიზნესზე სახელმწიფო ზეწოლის შემთხვევების გამოვლენა”. ანგარიში გამოქვეყნდა 18 დეკემბერს. მასში საუბარია ელიტური კორუფციის ძირითად მახასიათებლებზე, სასამართლო პრაქტიკასა და კონკრეტულ მაგალითებზე.
ელიტური კორუფციის ძირითადი მახიასიათებლებია საჯარო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა და საჯარო სამსახურში დასაქმებული პირების მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ტენდენციები. ელიტური კორუფციის მსგავსი მაგალითები იწვევს სახელმწიფოს მხრიდან ფავორიტიზმს და შიდა გარიგებებს ბიზნესის ცალკეულ წარმომადგენლებთან. ასეთი გარიგებების ნიშანია საქართველოში კონკურენციის არარსებობა და არათანაბარი დამოკიდებულება ბიზნესის წარმომადგენლებთან, ასევე საჯარიმო სანქციების დაკისრებისა თუ სასამართლოში საქმეების წარმოების დროს არათანაბარი მიდგომა, რაც კვლევის დროს კონკრეტული საქმეების მაგალითზეც გამოვლინდა.
კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ დაბალია ბიზნესის მხრიდან სასამართლო სისტემის ნდობის ხარისხი. ამასვე მოწმობს, 2011 წლის აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის და გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშები. მეწარეებს მიაჩნიათ, რომ საქართველო სასამართლო დამოუკიდებლობის ხარისხით მკვეთრად ჩამოუვარდება მთელ რიგ ქვეყნებს. რეფორმების მიუხედავად სასამართლო სისტემა ხასიათდება პოლიტიკური ზეგავლენით. ძლიერია მთავრობის გავლენა სასამართლო დავების გადაწყვეტილებებზე, მთელ რიგ შემთხევებში სახელმწიფოს ზეგავლენის გამო მიღებული გადაწყვეტილება უკანონოა, რაც ნიშნავს რომ სასამართლო სისტემა არ არის დამოუკიდებელი ქვეყანაში.
სასამართოს პრაქტიკისა და კონკრეტული შემთხვევების კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ ხელისუფლება 2008-2012 წლებში ბიზნესზე ზეწოლისთვის საკმაოდ აქტიურად იყენებდა ისეთ მექანიზმებს, როგორიცაა:
ეს და მსგავსი გადაცდომები ნათელყოფს, რომ საქართველოში ჩამოყალიბებული იყო ელიტური კორუფციის ძირითადი მახასიათებლები, რაც პირდაპირ ზეგავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე. ასეთი კავშირის ნიშანია ისიც, რომ 2012 წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებული რეგიონალური ანგარიშის მიხედვით, საქართველოში არაფორმალური ეკონომიკის ზომა მშპ-ს თითქმის 30%-ია, რაც აღემატება უზბეკეთის, ბელორუსის, თურქეთის, ლიტვის, ყირგიზეთის, რუმინეთის, ბულგარეთის, ხორვატიის და სხვა განვითარებული თუ განვითარებადი ქვეყნის მონაცემებს. საქართველოს შემთხვევაში ამის მიზეზებიდან განსაკუთრებით გამოკვეთილი იყო მარეგულირებლების წნეხი და ინსტიტუციების ხარისხი. მარეგულირებლების წნეხი მოიცავდა არათანაბარ პირობებში მოქცეულ ბიზნესებს, მონოპოლიებს, რაც გამოხატულია ცალკეული ბიზნესების მიერ ბაზარზე დომინირებით; ინსტიტუციებიდან გამოყოფილი იყო სასამართლო სისტემის გაუმართაობა, გამჭვირვალობის დაბალი ხარისხი.
ზემოაღნიშნული ნაკლოვანებების გამოწვევი სწორედ ელიტურ კორუფციაშია. შესაბამისად, ძირითადი რეკომენდაციები არაფორმალური ეკონომიკის მოცულობის შემცირებისკენაა მიმართული: უნდა მოხდეს ბიზნესის მარეგულირებელი ინსტიტუციების გამუჯობესება, რაც გამოხატება რეგულაციების სამართლიან აღსრულებაში, ბიზნესის დეპოლიტიზირებაში, რათა ბიზნესს მიეცეს თანაბარი შესაძლებლობები და სამართლიანი გარემო; აუცილებელია გაიზარდოს გამჭვირვალეობის ხარისხი სახელმწიფო ინსტიტუტებში; განხორციელდეს რეფორმა და შეიქმნას დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა; დაცული იქნას კერძო საკუთრების უფლების ხელშეუხებლობა.
ნახეთ ანგარიში სრულად.