ელიტური კორუფციისა და ბიზნესზე სახელმწიფო ზეწოლის შემთხვევები- ახალი ანგარიში

17.12.2012

სამშაბათს, 18 დეკემბერს, 2 საათზე, სასტუმრო რადისონში  ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი  წარმოადგენს ახალ ანგარიშს: „ელიტური კორუფციისა და ბიზნესზე სახელმწიფო ზეწოლის შემთხვევების გამოვლენა.” 

ანგარიშში გაანალიზებულია ელიტური კორუფციისა და ბიზნესზე სახელმწიფო ზეწოლის შემთხვევები. კვლევა ასევე მოიცავს  საქართველოში 2011-2012 წწ. ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის სასამართლო პრაქტიკის – ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის დავების სტატისტიკურ და შინაარსობრივ ანალიზს.

ანგარიში მომზადდა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მიერ ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერით კოალიციური პროექტის „ელიტური კორუფციისა და ბიზნესზე სახელმწიფო ზეწოლის შემთხვევების გამოვლენა”  ფარგლებში